Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.09.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში "ზესტაფონის" ბაზაზე

 

 

 

 

 

სამხრეთ კორეის ნაკრებთან სტამბულში გამართული საკონტროლო მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისათვის მზადება თბილისის ზღვაზე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გააგრძელა.

 

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა დანიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისწინა ვარჯიშიც "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. რაც შეეხება თავად "ვიკინგებთან" დაპირისპირებას, ის დღეს, 8 სექტემბერს, "დინამო-არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელზეც ეროვნული გუნდის ჩვენი კლუბის ბაზაზე ვარჯიშის ფრაგმეტებია ასახული...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019