Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.12.2019

 

 

 

 

 

 

 

 

სეზონის შევერცხლილი ფინალი

 

 

 

 

 

30 ნოემბერს წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის თასის გათამაშების (გურამ ნიშნიანიძის სახელობის ტურნირი) ფინალური მატჩი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U13 გუნდი ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდა.

 

როგორც იცით, გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშება იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული, ტურნირი ტარდებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით და მასში მონაწილეობას იმერეთის მხარის წარმომადგენელი გუნდები იღებდნენ ...

 

გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი სანახაობრივად, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. შედეგად, გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების მსგავსად, გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშებაც ზესტაფონელებმა მედლების ვერცხლის კომპლექტით დაასრულეს.

 

1 დეკემბერს კი იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ ტურნირის გამარჯვებული ტორპედოელები და ფინალისტი „ზესტაფონის" U-13 გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) დააჯილდოვა. საინტერესოა, რომ ტურნირის შედეგების შეჯამებისას, 3-მა ზესტაფონელმა ჭაბუკმა სხვადასხვა ნომინაციაში იპირველა - ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზი სანდრო კვანტიძემ დაისაკუთრა, საუკეთესო ნახევარმცველის საპატიო წოდება წილად ნიკოლოზ მღარიშვილს ხვდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირად საბა აბრამიშვილი იქნა დასახელებული.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019