Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.08.2019

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ეტაპის სტარტზე

 

 

 

 

სულ რამდენიმე დღეში სტარტს აიღებს საქართველოს XXXI-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის დასავლეთის ზონის ზედა ათეულის ტურნირი, რომლის საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია კურირებს. "დასავლეთის ზედა ჯგუფის" გატამაშება მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დაიწყება...

 

ტურნირის დებულებისა და პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" რეგიონალური ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "დასავლეთის ზედა ჯგუფში" ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ქუთაისის "ტორპედო-2", ვანის "სულორი", წყალტუბოს "სამგურალი-2", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", წალენჯიხის "სქური", ლანჩხუთის "ჩიბათი", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ბათუმის "დინამო-2" და აბაშის "ზანა" იქნებიან. როგორც უკვე ვწერდით, გაისად ლიგა-4-ში მხოლოდ საუკეთესო გუნდი იასპარეზებს...

 

2019 წლის სეზონის მეორე ეტაპი ზესტაფონელთათვის 7 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლებს. ზემოიმერლები მეორე ტურის შეხვედრასაც შინ გამართავენ - 14 აგვისტოს "ზესტაფონი" ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლებს. აგვისტოს ბოლომდე ზესტაფონელები ლანჩხუთის "ჩიბათს" (20 აგვისტოს) ესტუმრებიან და წყალტუბოს "სამგურალი-2"-ს (25 აგვისტოს) უმასპინძლებენ...

 

საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის დასავლეთის ზედა ჯგუფის სრული კალენდარი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ... ჩვენ კი მეორე ეტაპზე ზესტაფონელთა მიერ გასამართი ყველა მატჩის განრიგი გვინდა შემოგთავაზოთ...

 

2019 წლის ჩემპიონატის მეორე ეტაპი. რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფი"

პირველი წრე:

1 ტური
07/08/2019
ზესტაფონი - მარგვეთი-2006 (ზესტაფონი)
2 ტური
14/08/2019
ზესტაფონი - მაჭახელა (ხელვაჩაური)
3 ტური
20/08/2019
ჩიბათი (ლანჩხუთი) - ზესტაფონი
4 ტური
25/08/2019
ზესტაფონი - სამგურალი-2 (წყალტუბო)
5 ტური
01/09/2019
დინამო-2 (ბათუმი) - ზესტაფონი
6 ტური
06/09/2019
ზესტაფონი - ტორპედო-2 (ქუთაისი)
7 ტური
11/09/2019
ზანა (აბაშა) - ზესტაფონი
8 ტური
18/09/2019
ზესტაფონი - სქური (წალენჯიხა)
9 ტური
25/09/2019
სულორი (ვანი) - ზესტაფონი

 

მეორე წრე:

10 ტური
02/10/2019
მარგვეთი-2006 (ზესტაფონი) - ზესტაფონი
11 ტური
09/10/2019
მაჭახელა (ხელვაჩაური) - ზესტაფონი
12 ტური
16/10/2019
ზესტაფონი - ჩიბათი (ლანჩხუთი)
13 ტური
23/10/2019
სამგურალი-2 (წყალტუბო) - ზესტაფონი
14 ტური
30/10/2019
ზესტაფონი - დინამო-2 (ბათუმი)
15 ტური
06/11/2019
ტორპედო-2 (ქუთაისი) - ზესტაფონი
16 ტური
13/11/2019
ზესტაფონი - ზანა (აბაშა)
17 ტური
20/11/2019
სქური (წალენჯიხა) - ზესტაფონი
18 ტური
27/11/2019
ზესტაფონი - სულორი (ვანი)
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019