29.09.2019
"ზესტაფონის" მფლობელის ისლანდიური შთაბეჭდილებები
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენი ილია კოკაია ისლანდიაში იმყოფება. ყინულისა და გეიზერების კუნძულზე მოგზაურობისას, ბატონი ილია ადგილობრივ საფეხბურთო ინფრასტრუქტურასაც გაეცნო და ქვეყანა მის წინაშე სულ ახალი, მოულოდნელი კუთხით წარმოსდგა...
"ზესტაფონის" მფლობელი ისლანდიაში ნანახს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საგანგებო სტატუსით ეხმაურება: "30-ზე მეტი პატარა სტადიონი, რომელზეც ისლანდიის მეორე და მესამე ლიგის კლუბები თამაშობენ... სავარჯიშო მოედნები, მხოლოდ მე რაც ვნახე, 100-მდეა. თავად ამბობენ, რომ 300 აქვთ და აპირებენ რომ ყველა ქალაქში მოაწყონ (ქალაქი ისლანდიაში 300 მაცხოვრებელზე და მის ზემოთ დასახლებაა) და 500 გვექნებაო...
ლაპარაკია ბუნებრივ გაზონებზე! ისლანდიაში, სადაც 6-7 თვე თოვლია! უმაღლესი ლიგის სტადიონები 4-5 ათასი მაყურებლისთვისაა, ნახევრად მოყვარულთა ლიგებია, სახელმწიფო დაფინანსება კლუბებში ნოლია...
მერე არ გაგვიკვირდეს ისლანდიის ნაკრების ასეთი პროგრესი. ჩვენ კი ვყაროთ მილიონიბით სახელმწიფო ფული ფეხბურთელების ტრანსფერებში და მათ ხელფასებში კლუბებში...
უკეთესია დავთვალოთ რამდენი სტადიონი ან სავარჯიშო მოედანი გაკეთდა ბოლო ათ წელიწადში ჩვენთან და რამდენი 300 000-იან ისლანდიაში? წარმატების ფორმულას მაშინვე მივიღებთ...
გული მტკივა, როდესაც ამას ვუყურებ და ყურსაც არ ვიპარტყუნებთ რომ ასეთი საშინელი შედეგი გვაქვს" ...
აქვე ბატონი ილიას მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო ფოტოს გთავაზობთ...
|