Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

დაჯილდოვება და ფინალის საგზური

 

 

 

 

 

ამ ორიოდე დღის წინ წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის თასის გათამაშების (გურამ ნიშნიანიძის სახელობის ტურნირი) ნახევარფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U13 გუნდი საფეხბურთო სკოლა "ქუთაისის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდა.

 

როგორც აქამდეც ვიუწყებოდით, გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშება იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ტარდება და მასში მონაწილეობას იმერეთის მხარის წარმომადგენელი გუნდები იღებენ ...

 

ნახევარფინალური მატჩების დაწყებამდე იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ დააჯილდოვა გივი ნოდიას სახელობის ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეორეადგილოსანი „ზესტაფონის" U-13 გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე). დასავლეთ საქართველოს ვიცე-ჩემპიონებს გადაეცათ სპეციალური თასი, მედლების კომპლექტი და შესაბამისი დიპლომები.

 

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალები. ზესტაფონელები "ქუთაისის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს (გოლები - საბა აბრამიშვილი, გოგა კაპანაძე). მეორე ნახევარფინალში, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და მისი თანაქალაქელი "მართვე" დაუპირისპირდნენ, პენალტების სერიაში ფინალის მეორე საგზური ტორპედოელებმა მოიპოვეს.

 

შედეგად, გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება, ერთმანეთს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" და ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელი ცამეტწლამდელთა გუნდები დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური სტადიის მატჩების მსგავსად, ფინალიც წყალტუბოში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 11:30 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019