Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.06.2019

 

 

 

 

 

 

 

 

სასიამოვნო ფოტორეპორტაჟი ჭალადიდიდან

 

 

 

 

 

ჩვენ უკვე არაერთხელ ვწერდით იმის შესახებ, რომ კომპანია "Lawns of Georgia", რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას დიდი ძალისხმევითაა შექმნილი, თავად კომპანიის მიერვე საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის მწვანე საფარის დამზადებითაა დაკავებული.

 

არავისთვისაა ახალი, რომ ჩვენი კლუბიც და მისი პარტნიორი კომპანიაც დიდ ყურადღებას აქცევენ მათ ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, კომპანია "Lawns of Georgia"-ს ძალებით, სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ამ რამდენიმე წლის წინ ამოქმედებულ იქნა მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული. საფეხბურთო მინდვრები 10 ჰექტრამდე ფართობზეა გაშენებული...

 

"Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული მწვანე საფარის საქვეყნოდ აღიარებული ხარისხისა და კომპანიის პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი და სასარგებლო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო სტადიონებზე საქართველოშივე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური საფარის დაგების მიზნით, გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.

 

2018 წლის მანძილზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს პროდუქცია საქართველოს 6 ქალაქის სპორტულ არენებზე იქნა დაგებული - საუბარია ფოთის, ქობულეთის, სამტრედიის, წყალტუბოსა და ბოლნისის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონებსა და რუსთავის საფეხბურთო ბაზაზე არსებულ 2 მინდორზე.

 

გასული წლის ნოემბერში "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტები, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ჭალადიდის მეურნეობაში ბალახის ხელახალი დათესვის პროცესს შეუდგნენ. უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე და იმერეთში მდებარე ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მინდვრების მსგავსად, ჭალადიდშიც ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის სპეციალური სახეობებია გამოყენებული.

 

ნატურალური მწვანე ხალიჩა ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია. ბალახმა ამოსვლა დროულად დაიწყო და სადღეისოდ მინდვრები ძალიან კარგ მდგომარეობაში გახლავთ. საბოლოო იერსახეს კი ჭალადიდის მეურნეობაში არსებული ბალახის საფარი სექტემბრისათვის მიიღებს...

 

ჩვენ კი ჭალადიდში მინდვრის დათესვის პროცესისა და მეურნეობაში დღესდღეობით არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019