26.12.2011

"ზესტაფონის" საიტის მეათასე პუბლიკაცია

დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ინტერნეტ-საიტზე მეათასე სიახლე დაიდო. შესაძლოა, ციფრი 1000 არაფერია მრავალი სპორტული გამოცემისათვის, თუმცა ჩვენი ინტერნეტ-გვერდისათვის ეს მიღწევა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ...

26.12.2011

ჯაბა დვალის ახალი კონტრაქტი

კიდევ ერთი სიახლე ზესტაფონელთა ბანაკიდან - ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და გოლეადორი ჯაბა დვალი მარგველთა ღირსებას 2015 წლის 1 იანვრამდე დაიცავს ...

24.12.2011

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოჯახიდან მივდივარ

ირაკლი ძარიამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" არაერთი დაუვიწყარი წელი გაატარა. მარგველთა რიგებში ძარიასთვის ბოლო მატჩი მარტვილში გამარჯვებას დაემთხვა. ამ შეხვედრის შემდეგ ირაკლი გულშემატკივრებმა ხელში აყვანილი გამოიყვანეს მინდვრიდან ...

23.12.2011

"ზესტაფონს" ლეგიონერიც შეუერთდა

”ზესტაფონში” სიახლეა - მარგველთა კოლექტივს 19 წლის აბაიომი ოვონიკოკო შეუერთდა. ნიგერიელი თავდამსხმელი, რომელიც დღემდე საფეხბურთო კლუბ ”გაგრაში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს ...

23.12.2011

ნიკა გელაშვილი მსოფლიო გოლეადორებში

65-ე - სწორედ ეს პოზიცია უჭირავს გელაშვილს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ბომბარდირთა რეიტინგში. "ზესტაფონის" თავდამსხმელმა წლეულს საქართველოს ჩემპიონატებში 18 გოლი გაიტანა ...

22.12.2011

წარმატებული წლის ღირსეული დასასრული

22 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი ”მერანი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

21.12.2011

ინტერვიუ დავით რაჟამაშვილთან

გორის "დილას" 23 წლის ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი, რომელიც სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა, ქართული გრანდების თვალთახედვის არეში უმალ მოექცა და არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გააკეთა - რაჟამაშვილი უკვე ფეროელთა გუნდის წევრია ...

20.12.2011

ორმაგი მატება ”ზესტაფონში”

”ზესტაფონში” ისევ მატებაა - მარგველთა რიგებს 22 წლის ლევან შარიქაძე და 17 წლის გურამ სამუშია შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ნახევარმცველია და თავისი ახალი კლუბის ღირსებას ორივე მომდევნო 3 წლის მანძილზე დაიცავს ...

20.12.2011

დავით რაჟამაშვილი ”ზესტაფონის” ფეხბურთელია

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად სამართლიანად მიიჩნევენ "დილას" ნახევარმცველ დავით რაჟამაშვილს. ცოტა ხნის წინ რაჟამაშვილის მიმართ ინტერესი მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" გამოიჩინა და კონტრაქტიც გაუფორმა 23 წლის გორელ შუახაზელს ...

19.12.2011

გიორგი ჭიაბრიშვილი სტუმრად გადაცემა ”ესტაფეტაში”

19 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ესტუმრა საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხს და მონაწილეობა ელენე ბილიხოძის საავტორო სპორტულ თოქ-შოუ “ესტაფეტაში“ მიიღო ...

19.12.2011

ახალწვეული მარგველთა რიგებში

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მატებაა - მარგველთა 20 წლის ახალწვეულის სახელია ლუკა გუგუჩია. ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც ზუგდიდის ”ბაიას” აღზრდილია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს ...

19.12.2011

დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური

19 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები რუსთავის ”მეტალურგის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

18.12.2011

”ზესტაფონი” - ზამთრის ჩემპიონია

18 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ ”ფოლადზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და საქართველოს ჩემპიონი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

17.12.2011

პრევიუ: ”მეტალურგი” - ”ზესტაფონი”

უპირველესად ტურის ცენტრალური დაპირისპირება უნდა ვახსენოთ: "ვირტუალური" ცხრილის ლიდერი "მეტალურგი" "ჩვეულებრივი" ცხრილის ლიდერს "ზესტაფონს" უმასპინძლებს! ბოლოს და ბოლოს, დიდი ალბათობით, ხვალ, შესაძლოა "ზამთრის ჩემპიონი" გაირკვეს ...

17.12.2011

გიორგი ყიფიანი: ევროპას აუცილებლად დავეწევით

”ზესტაფონში” დიდი ენთუზიაზმით მუშაობს ახალგაზრდა სამწვრთნელო შტაბი. გია ჭიაბრიშვილს გუნდის დამოძღვრაში გიორგი ყიფიანი ეხმარება. ახლო წარსულში შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელმაც სამწვრთნელო ასპარეზზეც მოასწრო თავისი სიტყვის თქმა ...

16.12.2011

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

"ზესტაფონისა" და "დინამოს" შთამბეჭდავ დაპირისპირებაში მასპინძელი გუნდის თითოეულმა წევრმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, როცა ჩემპიონობის ერთი კანდიდატი მეორეს 5:1-ს უგებს, ეს, უპირველესად, მწვრთნელის დამსახურებაა ...

16.12.2011

ინერცია კი არა, ნოვაცია...

ქართულ ფეხბურთში გამოჩნდა სპეციალისტი, რომელიც აუცილებლად იტყვის (ამბობს კიდეც!) თავის არცთუ მოკრძალებულ სიტყვას. ნებისმიერი ახალგაზრდა მწვრთნელის ასპარეზზე გამოსვლა დიდ რისკს უკავშირდება. ასე იყო გიორგი ჭიაბრიშვილის შემთხვევაშიც ...

16.12.2011

გაზეთი "ლელო" - XV ტურის მიმოხილვა

... დღესდღეობით ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში "ზესტაფონი" რომ იმყოფება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. თასზეც და პირველობაზეც "ზესტაფონი" ისეთ თამაშს უჩვენებს, წესითა და რიგით, მეტოქეთა ქომაგებისგანაც ეკუთვნის კომპლიმენტები ...

15.12.2011

დუბლიორთა ტურნირის გადადებული ტური

15 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთხუთმეტე ტურის გადადებული მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

15.12.2011

სპეციალისტის აზრი - გელა სანაია

ანგარიშისგან განსხვავებით, მატჩის შედეგი ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. რადგან დღეისთვის საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო გუნდია, რაც კიდევ ერთხელ და, რაც მთავარია, ძალიან თვალსაჩინოდ დაამტკიცა ...

14.12.2011

ჩემპიონი კვლავაც ჩემპიონობს

2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა. ”დავით აბაშიძეზე” ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და თბილისის ”დინამო” დაუპირისპირდნენ ...

13.12.2011

ვინ აღნიშნავს იუბილეს?

საფეხბურთო ჩემპიონატის XV ტურის ერთი მატჩი გრაფიკით დადგენილ 27 ნოემბერს გაიმართა, დანარჩენები კი თოვლმა გადადო. “დავით აბაშიძეზე” ერთმანეთის პირისპირ მოქმედი ჩემპიონი “ზესტაფონი” და მისი უმთავრესი კონკურენტი თბილისის “დინამო” წარსდგებიან ...

12.12.2011

დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტური

12 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

11.12.2011

ლიდერი აუტსაიდერის წინააღმდეგ

2011 წლის 12 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა ...

10.12.2011

პრევიუ: "ზესტაფონი" - "სიონი"

ძნელი საქმეა, გუნდი ერთპიროვნულ აუტსაიდერთან სათამაშოდ განაწყო, როცა სამიოდე დღეში საჩემპიონო რბოლაში ერთ-ერთ კონკურენტთან დაპირისპირება გელის. სწორედ ასეთ დღეშია გია ჭიაბრიშვილი, რომლის გაწვრთნილ ”ზესტაფონს” უახლოეს ...

09.12.2011

გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ჩემსას საქმით დავამტკიცებ!

ჭიაბრიშვილის გუნდმა გეგუჩაძის გუნდს თამაში ბოლო 4 წუთში მოუგო... ცენტრიდან ფლანგებზე გაშლილი შეტევები, შეცვლილი ტაქტიკური დეტალები. თამაშობს თუ არა "ზესტაფონი" ინერციით და ვის შეიმატებს ჩემპიონი - "ლელო" გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა ...

09.12.2011

ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან

"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დრამატული სათასო დაპირისპირების ერთ-ერთი გმირი ფეროელთა 23 წლის ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამთანაბრებელი გოლი გაიტანა - თავისი გუნდისთვის ბევრი გააკეთა და დაუღალავად იშრომა ...

07.12.2011

”ზესტაფონი” თასის ნახევარფინალშია

2011 წლის 7 დეკემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქუთაისის ”ტორპედოს” უმასპინძლა ...

05.12.2011

დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტური

5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

04.12.2011

”მერანი” - ”ზესტაფონი” გადაიდო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩი მარტვილის "მერანსა" და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” შორის მოგვიანებით გაიმართება ...

03.12.2011

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

“პრეზიდენტების” პირველი სტუმარი ს/ს “ჯორჯიან მანგანეზის” (მის “ქოლგის ქვეშ” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, “ჭიათურმანგანუმი” და “ვარციხეჰესი” შედის) ერთ-ერთი აქციონერი ილია კოკაია იქნება, რომელიც ს.კ. “ზესტაფონის” მფლობელია ...

27.11.2011

”ზესტაფონი” - ”დინამო” გადაიდო

27 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართი საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩი ”ზესტაფონსა” და თბილისის "დინამოს" შორის, გადაიდო საქართველოში მოსული დიდთოვლობის გამო ...

26.11.2011

ინტერვიუ გიორგი ონიანთან

თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" ხვალინდელ მატჩსა და მიმდინარე სეზონის სხვა მნიშვნელოვან თემებზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 28 წლის ცენტრალურ მცველსა და გუნდის ვიცე-კაპიტანს გიორგი ონიანს ვესაუბეთ. ...

26.11.2011

პრევიუ: "ზესტაფონი" - "დინამო"

ბოლო ხუთი-ექვსი წელიწადია, ჩვენ ჩემპიონატში ყველაზე დიდ ინტერესს "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებები რომ იწვევს; ამ ორი გუნდის ურთიერთპაექრობებში ერთი შეხედვით, უპირატესობა დინამოელთა მხარეს არის ...

24.11.2011

თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი

2011 წლის 24 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩები. ქუთაისში ადგილობრივმა ”ტორპედომ” ქვეყნის ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

24.11.2011

ინტერვიუ ზურაბ მამალაძესთან

ბოლოხანს საქართველოს ჩემპიონთა კარს გუნდის კაპიტანი ზურაბ მამალაძე იცავს - დამაჯერებლად. დღეს "ტორპედოსთან" მატჩში "ზესტაფონის" კარში სწორედ მამალაძე იდგება და სათასო დაპირისპირებისა და სხვა თემების შესახებ ფეროელთა კიპერს ვესაუბრეთ ...

22.11.2011

ალექს ბენაშვილი: "ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვითამაშოთ"

ალექსი ბენაშვილმა უკვე ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის მატჩი "ზესტაფონის" რიგებში. საკმარისია აღინიშნოს, რომ "დილასთან" გამართულ შეხვედრაში ბენაშვილმა 121-ედ დაიცვა კლუბის ღირსება ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში ...

21.11.2011

დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური

21 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები გორის ”დილას” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

20.11.2011

სტუმრობა გორში

2011 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. გორის სტადიონ ”ქართლზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”დილა” და ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

18.11.2011

გიორგი ხიდეშელი ვარჯიშს ბელგიაში განაახლებს

ოთხი თვეა, "ზესტაფონს" მისი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხიდეშელი ვერ ეხმარება. 23 წლის ცენტრალური მცველი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ექიმებს გაუშინაურდა ...

16.11.2011

დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური

16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ფოთის ”კოლხეთის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

15.11.2011

რიგგარეშე ვიზიტი ზუგდიდში

2011 წლის 15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ფოთის ”კოლხეთი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

13.11.2011

მარგველებს მეკარეთა ახალი მწვრთნელი შეუერთდა

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს... დღეს გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს მეკარეთა მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი, ქართველი სპეციალისტი თამაზ ოდიკაძე წარუდგინა ...

11.11.2011

ზესტაფონური ამბები

ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. ”ზესტაფონი” ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მოახლოებული მატჩებისათვის მზადებას 10 ნოემბერს შეუდგა. სეზონის გაგრძელებისათვის მზადება მარგველთა დუბლშემადგენლობამაც დაიწყო ...

08.11.2011

ჩვენი მეტოქე - ქუთაისის ”ტორპედო”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ ქუთაისის “ტორპედო” ერგო ...

06.11.2011

”კოლხეთი” - ”ზესტაფონი” გადაიდო

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე 6 ნოემბერს დანიშნული ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ფოთის ”კოლხეთსა” და საქართველოს ჩემპიონ ”ზესტაფონს” შორის, გადაიდო სათამაშო მოედნის დატბორვის გამო ...

05.11.2011

გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონს" იანვარში დაუბრუნდება

ოთხი თვეა, "ზესტაფონს" მისი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხიდეშელი ვერ ეხმარება. 23 წლის ცენტრალური მცველი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ექიმებს გაუშინაურდა ...

05.11.2011

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ”ზესტაფონში” ვთამაშობ

ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად. ჯერ კიდევ ძალიან პატარამ მოიპოვა ქომაგის დიდი სიყვარული. ჩუმმა, უთქმელმა და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებულმა თორნიკე გორგიაშვილმა დამსახურებულად მიიღო მიწვევა ეროვნული ნაკრებიდან ...

04.11.2011

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

შოთა გრიგალაშვილი "ზესტაფონში" 2009 წელს გადავიდა უმაღლესიდან გავარდნილი "მესხეთიდან", იმერული კლუბის მაისურით უკვე 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანობითაც გამოირჩევა. 25 წლის ნახევარმცველი ზესტაფონელთა შეტევებს საკმაოდ ამწვავებს ...

03.11.2011

ზესტაფონელები მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში

მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო საიტმა გასული თვის შედეგებით პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე, ჩემპიონატსა და თასზე ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული ...

02.11.2011

თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი

2011 წლის 2 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთის” ესტუმრა ...

01.11.2011

იმერული დერბი - მატჩის შემდეგ

ამ სეზონში ორი ისეთი მატჩი ჩატარდა, მართლაც გამორჩეული რომ იყო: "ტორპედო"-"დინამოსა" და "დინამო"-"მეტალურგის" დაპირისპირებებს ვგულისხმობთ. თუმცა, მეორე წრის დაწყებისთანავე ისეთი შეხვედრა გველოდა ...

31.10.2011

დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტური

31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დუბლიორებს უმასპინძლეს ...

30.10.2011

მორიგი იმერული დერბი

2011 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა ...

29.10.2011

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

დიდი ხანი არ არის, რაც გიორგი ჭიაბრიშვილი "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა გუნდი "ტორპედოს" წინააღმდეგ მოედანზე უკვე მეორედ გაჰყავს. შეგახსენებთ, მიზეზთა გამო ქუთაისში "ზესტაფონი" სწორედ ახალგაზრდა სპეციალისტმა ჩაიყვანა ...

29.10.2011

”ზესტაფონი” VS ”ტორპედო” - დიდი მატჩის მოლოდინი

მეორე წრის საწყის ტურში ერთი ისეთი მატჩია, დანარჩენ ხუთივეს რომ "გადაწონის"! "იმერული დერბი", "ორი ფავორიტის დაპირისპირება", "პრინციპულ მეტოქეთა პაექრობა", - "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მატჩის წინ სხვა სათაურის მოფიქრებაც შეიძლებოდა! ...

27.10.2011

დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტური

2011 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე ”ვიტ-ჯორჯიას” დუბლიორებს უმასპინძლეს ...

26.10.2011

საშინაო მატჩი ვეტერინარებთან

2011 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა ...

25.10.2011

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

ჯაბა დვალი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" 2009 წელს გადმოვიდა მოლდოვური "დაჩიადან", გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი უმალ დაიმკვიდრა და ერთ-ერთი შეუცვლელი მეგოლეც გახდა. გაზეთი "ლელო" ჯაბა დვალს ესაუბრა...

24.10.2011

ჩემპიონის შესაფერისი

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონმა" ყველა სირთულე დასძლია და ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ჩემპიონს რომ შეეფერება. გუნდს ყველაფერი გამოუვიდა - ითამაშა ლამაზად, სწრაფად, კომბინაციურად, შემტევად და მეტოქეს მასტერ-კლასი ჩაუტარა ...

23.10.2011

დუბლიორთა ტურნირის მეათე ტური

2011 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ცხინვალის ”სპარტაკის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

22.10.2011

სტუმრობა განახლებულ ”მიხეილ მესხზე”

22 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩები. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს ცხინვალის ”სპარტაკი” და ჩემპიონატის ლიდერი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

19.10.2011

მზადება და არჩევნები

”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ცხინვალის ”სპარტაკთან” შაბათს გასამართი მატჩისათვის მზადებას 18 ოქტომბერს შეუდგა. სპორტული ასპარეზობისათვის მზადების გარდა, მარგველებმა მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევნებშიც მიიღეს ...

16.10.2011

დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტური

2011 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” დუბლიორებს უმასპინძლეს ...

15.10.2011

ჩემპიონმა თასის მფლობელი დაამარცხა

2011 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასის მფლობელ ”გაგრას” უმასპინძლა ...

15.10.2011

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

საქართველო-საბერძნეთის მატჩის 18-კაციან განაცხადში ქართულ კლუბებში მოთამაშე მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა - "ზესტაფონის" წევრები შოთა გრიგალაშვილი და როინ კვასხვაძე. გრიგალაშვილმა ითამაშა კიდეც მას და ამ მატჩსა და სხვა თემებზე ვესაუბრეთ ...

13.10.2011

ინტერვიუ მამუკა კობახიძესთან

უკვე საკმაო ხანია, მამუკა კობახიძე "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის წევრია, თუმცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოფიციალური დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, როცა სოსო ჭედიას გუნდი თბილისში შვეიცარიასთან დამარცხდა ...

11.10.2011

კიდევ ერთი სპარინგი

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდა ...

08.10.2011

ამხანაგური მატჩი ცხრამეტწლამდელებთან

8 ოქტომბერს ”ზესტაფონმა”, რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას ზესტაფონში ვარჯიშობს და ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი ქვეყნის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები გახლდათ ...

07.10.2011

მარგველთა მზადება

ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული... საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მოახლოებული მატჩებისათვის მზადებას 6 ოქტომბერს ზესტაფონში შეუდგა ...

05.10.2011

სიახლეები ”ზესტაფონის” ბაზაზე

”ზესტაფონის” მშენებარე ბაზაზე სამუშაოები ისევ სრული დატვირთვით მიმდინარეობს. გასულ გიორგობას საზეიმოდ გახსნილი პირველი ბუნებრივსაფარიანი მოედნის ამოქმედების კვალდაკვალ, იმერელთა ”ახალ სახლში” ახლაც ბევრი საინტერესო სიახლეა ...

03.10.2011

დუბლიორთა ტურნირის მერვე ტური

2011 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ზუგდიდის ”ბაიას” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

02.10.2011

ზუგდიდური ”თრილერი”

2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები - ადგილობრივი ”ბაია” და ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

30.09.2011

დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტური

2011 წლის 30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის გადადებული მატჩი. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე ”მეტალურგის” დუბლიორებს უმასპინძლეს ...

30.09.2011

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

მიმდინარე სეზონში "ზესტაფონმა" უსიამოვნებებიც გადაიტანა და კარგი დღეებიც ნახა, მთლიანობაში კი, ბევრი ცვლილების მიუხედავად, კლუბში სამუშაო ვითარებაა და ჩემპიონები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. ფეროელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს ...

30.09.2011

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

ნიკოლოზ გელაშვილი "ზესტაფონში" 2008 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მუდამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მოახდინა თუ არა გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლამ გავლენა "ბრიუგესთან" მატჩზე და სხვა თემებზე - "ლელო" ნიკოლოზ გელაშვილს ესაუბრა ...

28.09.2011

თასის მერვედფინალის პირველი მატჩი

28 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს უმასპინძლა ...

25.09.2011

მოქმედმა ჩემპიონმა ექს-ჩემპიონს მოუგო

2011 წლის 25 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. უპრინციპულესი ხასიათის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა უმასპინძლა ქვეყნის 2010 წლის ჩემპიონ რუსთავის ”მეტალურგს” ...

24.09.2011

ბოლო ორი ჩემპიონის პაექრობა

პირველად ამ სეზონში ექვსივე მატჩი ერთ დღეს უნდა ჩატარდეს. ტურის ცენტრალური მატჩი ზესტაფონში ჩატარდება და საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონის პაექრობისთვის თვალის მიდევნება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხითაც იქნება შესაძლებელი. ...

21.09.2011

სენსაციით დასრულებული გადადებული მატჩი

21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის გადადებული მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ გორის ”დილას” უმასპინძლა ...

19.09.2011

დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტური

2011 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტები ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

17.09.2011

ჩემპიონი სტუმრად ”თამაზ სტეფანიაზე”

2011 წლის 17 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბოლნისის ”სიონმა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

16.09.2011

ინტერვიუ გიორგი ყიფიანთან

"ზესტაფონში" ახალი სამწვრთნელო შტაბი დაამტკიცეს - მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა, მის ასისტენტად კი - გიორგი ყიფიანი. გთავაზობთ ყიფიანთან ინტერვიუს. მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს და სამომავლო გეგმებზეც ...

14.09.2011

გოგი ფიფია: ”ფეხბურთი უზომოდ მომენატრა”

”ზესტაფონის” შემტევ გოგი ფიფიას ტრავმამ ბევრი წაართვა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა და უზომო მონდომებამ თავისი ქნა. ”მერანთან” გამართული შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფიფია მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ...

11.09.2011

დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტური

11 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე მარტვილელ დუბლიორებს უმასპინძლეს ...

10.09.2011

დებიუტანტი სტუმრად ჩემპიონთან

2011 წლის 10 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ”ზესტაფონმა ” უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის ”მერანს” უმასპინძლა ...

09.09.2011

მაქსიმალისტი და გულახდილი გიორგი ჭიაბრიშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ”ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 31 წლის სპეციალისტის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო ...

07.09.2011

იმერული პრეზენტაცია

7 სექტემბერს დ. აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მარგველთა დამრიგებელმა კლუბის სამწრთნელო შტაბის ახალი წევრები წარადგინა ...

05.09.2011

ჩემპიონობის შენარჩუნების რესურსი გვაქვს

„ზესტაფონი“ ახალგაზრდა დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა. მის შესაძლებლობებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ვისაც მის მიერ ჩატარებული ვარჯიში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ ის ქართული სამწვრთნელო სკოლის მომავალია ...

04.09.2011

ტესტ-მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე

2011 წლის 4 სექტემბერს ზესტაფონელებმა ერთმანეთში ტესტ-მატჩი ჩაატარეს. გიორგი ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და ”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა ...

02.09.2011

ჭიაბრიშვილი ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელია

როგორც მოგეხსენებათ, ”ბრიუგესთან” თბილისში გამართულ მატჩამდე ორი დღით ადრე, გუნდი გიორგი გეგუჩაძემ დატოვა. ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ჭიაბრიშვილი მოგვევლინა ...

30.08.2011

ესპანელი ახალგაზრდები ”დავით აბაშიძეზე”

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 სექტემბერს 2013 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ქუთაისში უმასპინძლებს. 30 აგვისტოს ესპანელებმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს ...

29.08.2011

მაღალი რანგის სტუმრები ზესტაფონში

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონს უეფას სტადიონებისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ტრიგვე ბორნო და უეფას წარმომადგენელი დავით პეტრიაშვილი ეწვივნენ. გთავაზობთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სიუჟეტს, რომელიც ამ ვიზიტის დეტალებს ასახავს ...

28.08.2011

ზესტაფონელთა სტუმრობა თბილისში

2011 წლის 28 აგვისტოს საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. პრინციპული ხასიათის შეხვედრაში ”ზესტაფონი” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, თბილისის ”დინამოს” ესტუმრა ...

27.08.2011

ეროვნული სტარტით შეცვლილი ევროპული ფინიში

ჩემპიონის წლევანდელი ევროპული ფეხბურთი, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბრიუგეში დასრულდა... ხელმძღვანელობამ, გუნდის განსათავსებლად, ქალაქის ცენტრიდან ხუთიოდე კილომეტრით მოშორებული სასტუმრო “ლეონარდო” შეარჩია ...

26.08.2011

დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტური

2011 წლის 26 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

26.08.2011

ფეროელებისთვის ევროსეზონი დასრულდა

"ბრიუგე" წყვილის ფავორიტი იყო, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ "ზესტაფონი" შანსს გამოიყენებდა. სამწუხაროდ, ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაევლო, "ბრიუგესთან" თბილისში ჩატარებული მატჩი წლევანდელ ევროსარბიელზე "ზესტაფონის" ბოლო გაბრწყინება აღმოჩნდა ...

26.08.2011

საპასუხო მატჩი ბელგიელებთან

25 აგვისტოს ზესტაფონმა უეფას ევროპის ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების პლეი-ოფის რაუნდის განმეორებითი მატჩი ქალაქ ბრიუგეში გამართა. იმერლებმა ვერ შეძლეს ბარიერის ძლევა და მიმდინარე სეზონში ევროარენაზე ასპარეზობა დაასრულეს ...

25.08.2011

"ზესტაფონი" შოკოლადის დედაქალაქში

"ზესტაფონი" ბრიუგეში დამღლელი მგზავრობის შემდეგ, თბილისი-მინსკი-ოსტენდეს ჩარტერული ავიარეისით 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაფრინდა, საღამოს კი "იან ბრეიდელზე" ორივე გუნდის ღია ვარჯიში და მწვრთნელთა პრესკონფერენციები გაიმართა ...

24.08.2011

“ზესტაფონი” ბელგიაში: “იან ბრეიდელამდე” “ლეონარდო”

“ზესტაფონი” უეფას ევროპის ლიგის მატჩის სათამაშოდ ბელგიაში ოთხშაბათს დილით გაემგზავრა. ექვსსაათიანი ფრენის შემდეგ (თვითმფრინავის ავზები საწვავით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეივსო), CRJ-200 ქალაქ ოსტენდეს აეროპორტში დაეშვა ...

24.08.2011

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

“ზესტაფონი” ევროპის ლიგის ფლეი ოფის საპასუხო შეხვედრის გასამართად, ბელგიაში ოთხშაბათს დილით გაემგზავრა. “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ჭიაბრიშვილს აეროპორტში ესაუბრა ...

23.08.2011

საქართველოს ჩემპიონი ბელგიაში მიემგზავრება

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ბელგიურ ”ბრიუგესთან” უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი-ოფის რაუნდის განმეორებით შეხვედრას 25 აგვისტოს გამართავს, ხვალ ბელგიაში მიემგზავრება ...

 

წინა გვერდი: შემდეგი გვერდი:
წინა გვერდი: შემდეგი გვერდი:
 
   
FC ZESTAFONI © 2005