დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტური
2011 წლის 5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, მნათობიშვილი (ზირაქაძე, 61), რობაქიძე, თ. გრიგალაშვილი, ლურსმანაშვილი, გაგოშიძე, ჭანკოტაძე (გაჩეჩილაძე, 46), კიკნაველიძე, სარდალიშვილი (ჯუღელი, 46), შარვაძე, ღირდალაძე.
ზესტაფონელ და მარტვილელ დუბლიორთა დღევანდელი შეხვედრა, რომელშიც ნომინალურ მასპინძლად სამეგრელოს წარმომადგენლები ითვლებოდნენ, დასავლეთ საქართველოში მოსული თოვლის გამო, მხარეთა ურთირთშეთანხმების საფუძველზე, ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა.
მატჩი საინტერესო სცანარით წარიმართა. თავიდან იმერლებმა იძალეს და უკვე 18-ე წუთისთვის შეხვედრას 3-0 იგებდნენ - ზესტაფონელთა მიერ 7-ე წუთზე წამოწყებული სწრაფი შეტევა საგოლე დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ დააგვირგვინა; 12-ე წუთზე ზურა ღირდალაძემ მარგველთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახადა, ხოლო 18-ეზე გიორგი ჭანკოტაძემ შორიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში დიდამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში კი თამაშის სცენარი შეიცვალა და გოლები უკვე მხოლოდ მარტვილელებს გაჰქონდათ - 55-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. 82-ეზე კი ირაკლი მონიავამ მატჩს ინტრიგაც კი დაუბრუნა, თუმცა ზესტაფონელთა მიერ შეხვედრის პირველ ნახევარში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა დღევანდელი შეხვედრის მოსაგებად საკმარისი გამოდგა - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით - 3-2.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|