19.10.2011

 

 

 

 

 

მზადება და არჩევნები

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ცხინვალის ”სპარტაკთან” შაბათს გასამართი მატჩისათვის მზადებას 18 ოქტომბერს ზესტაფონში შეუდგა. სპორტული ასპარეზობისათვის მზადების გარდა, მარგველებმა მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევნებშიც მიიღეს.

 

გუშინ საღამოს ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა კლუბის ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო დღევანდელი დღე დილით დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით დაიწყო და საღამოს ისევ ბაზაზე გაგრძელდა. ფეხბურთელებს ჯერ ფუნქციონალურ მომზადებში ზემოიმერელთა სერბმა დამრიგებელმა ივან ვუჩეტიჩმა ”აღვრევინა ოფლი”, ხოლო შემდეგ ისინი უკვე გუნდის დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა ...

დღესვე ზესტაფონელებმა მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევნებში მიიღეს. გამოკითხვა, რომელსაც პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro) ყოველწლიურად ატარებს და რომელშიც ამიერიდან საუკეთესო ქართული გუნდების ფეხბურთელები ღებულობენ მონაწილეობას, საქართველოში პირველად ტარდება.

ჩვენს ქვეყანაში გამოკითხვას ჟურნალი "ათიანი" ატარებს და ამ პრესტიჟული კონკურსის გასული წლის ტრიუმფატორი არგენტინელი ლიონელ მესი გახლავთ. წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისა და გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის პროცესში მონაწილეობის პატივი, სხვებთან ერთად, ”ზესტაფონის” ფეხბურთელებსაც ერგოთ. საკუთარი არჩევანი საქართველოს ჩემპიონებმა დღეს გააკეთეს ...

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005