04.11.2011

 

 

 

 

”მერანი” - ”ზესტაფონი” გადაიდო

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩი მარტვილის "მერანსა" და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს შორის მოგვიანებით გაიმართება. მარტვილის ცენტრალური სტადიონის მინდვრის საფარის თოვლისგან გაწმენდა ვერ მოხერხდა, რაც ადგილზე ჩასულმა შეხვედრის დელეგატმა ვალერი მანაგაძემაც დაადასტურა. ფედერაციაში იმსჯელეს და “მერანი”-“ზესტაფონის” გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005