საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მშენებარე ბაზაზე სამუშაოები ისევ სრული დატვირთვით მიმდინარეობს. გასულ გიორგობას საზეიმოდ გახსნილი პირველი ბუნებრივსაფარიანი მოედნის ამოქმედების კვალდაკვალ, იმერელთა ”ახალ სახლში” ახლაც ბევრი საინტერესო სიახლეა.
დავიწყოთ იმით, რომ დღეისათვის საექსპლუატაციოდ სრულ მზადყოფნაშია ბაზის მეორე მოედანი, რომელზეც, პირველი მოედნის მსგავსად, უკრაინიდან შემოტანილი ბალახია დაგებული. დასასრულს უახლოვდება მესამე მოედანზე ბუნებრივი საფარის დაგებისათვის მომზადების პროცესი - მოედანზე უკვე დასრულებულია საინჟინრო ხასიათის სამუშაოები (შეტანილია საჭირო ოდენობით ქვიშა, ტორფი, უკვე დამონტაჟებულია დრენაჟის სისტემა და სრულდება მორწყვის სისტემის მონტაჟი).
სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს განეკუთვნება ის გარემოება, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მშენებარე ბაზაზე დაიწყო ორი სრული საფეხბურთო კოლექტივის მიღებაზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და მისი ამოქმედება უახლოეს თვეებში იგეგმება...
აქვე გთავაზობთ ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტსა და კლუბის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მცირე ფოტორეპორტაჟს - ერთიც და მეორეც საფეხბურთო კლუბის ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს ასახავს.
ზესტაფონელთა ბაზის პირველი მოედანი, რომელიც შარშან გიორგობას ამოქმედდა
პირველი მოედანი, რომელიც დუბლიორთა ტურნირის მატჩებს უკვე მასპინძლობს
ბაზის მეორე მოედანი ფეხბურთელთა სამასპინძლოდ უკვე მზადაა
ბაზის მეორე მოედანზე პირველი ვარჯიში შემდეგ კვირაში გაიმართება
ბოლო მოსამზდებელი სამუშაოები ბაზის მეორე მოედანზე
ბაზის მესამე მოედანი ბუნებრივი საფარის დასაგებად მზადაა