23.08.2011

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

თბილისური 3:3-ით ”ბრიუგეს" ჯგუფში მოხვედრის შანსი გაეზარდა, მაგრამ უიმედოდ არც ”ზესტაფონის" წევრები არიან. თუ საქართველოს ჩემპიონებმა ბელგიაში ისევე ითამაშეს, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში, ამ ბარიერის გადალახვა შეუძლებელი სულაც არ იქნება ...

22.08.2011

”ბრიუგე”-”ზესტაფონს” ფინელები მოემსახურებიან

უეფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის რაუნდის ბელგიაში 25 აგვისტოს გასამართ ”ბრიუგე”-”ზესტაფონის” წყვილის განმეორებით შეხვედრას ფინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ...

22.08.2011

დუბლიორთა ტურნირის მესამე ტური

2011 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე გორელ დუბლიორებს უმასპინძლეს ...

20.08.2011

გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ბრძოლითაც ვისიამოვნეთ

“ზესტაფონის” მიმართ აუგის სათქმელად ენა ვერ მოგვიბრუნდება. ფეროელთა თამაში იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ გუნდმა გვაჩვენა ის, რასაც ქართული გუნდებისგან განებივრებულები ნამდვილად არ ვართ - ლამაზი ფეხბურთი, საოცარი ნებისყოფა და უტეხი ხასიათი ...

19.08.2011

45+45: ორი სხვადასხვა “ზესტაფონი”

“ზესტაფონმა” სამი გოლი გაუშვა და ეს ძალიან ბევრია, მითუმეტეს, საშინაო მატჩის კვალობაზე. თუმცა, ამის მიუხედავადაც, გულშემატკივარმა ტაშით გააცილა იმერული კლუბი და ამ ტაშს ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ – მეორე 45 წუთში ნაჩვენები ფეხბურთისთვის ...

18.08.2011

ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა

18 აგვისტოს 2011-2012 წლის უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გამართა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბელგიუ ”ბრიუგეს” დაუპირისპირდა ...

17.08.2011

არა მგონია, “ზესტაფონმა” სათამაშო სქემა შეცვალოს

ბელგიის “ბრიუგეს” მთავარ მწვრთნელს, ადრი კოსტერს ჯერ ვარჯიში არ ჰქონდა დაწყებული, როცა მისივე გუნდის ფეხბურთელ ნიკი ზიმლინგთან ერთად “ეროვნულზე” პრესკონფერენცია გამართა და მინდვრის საფარზე ორჯერ შეეკითხნენ ...

17.08.2011

გია ჭიაბრიშვილი: “ჩვენ მეორე ნომრად თამაში არ ვიცით”

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა გია ჭიაბრიშვილმა დღეს გამართულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს ევროპის ლიგის ფლეი ოფში ბელგიური “ბრიუგეს” ბარიერის გადალახვა ძალუძს ...

16.08.2011

“ბრიუგე” თბილისში 19 ფეხბურთელით მოფრინავს

ბელგიის “ბრიუგეს” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ადრი კოსტერმა იმ 19 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომლებიც ოთხშაბათს თბილისში გამოემგზავრებიან. “ბრიუგეს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კოსტერმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა ...

14.08.2011

დუბლიორთა ტურნირის მეორე ტური

2011 წლის 14 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე ფოთელ დუბლიორებს უმასპინძლეს ...

13.08.2011

ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონშიც დაბრუნდა

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913-ს” უმასპინძლა ...

11.08.2011

მარგველები მზადებას შეუდგნენ

10 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონატსა და უეფას ევროპის ლიგაში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა. ორდღიანი დასვენების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზემოიმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა ...

10.08.2011

არ მოვსულვარ, დავბრუნდი!

გიორგი ხიდეშელის მძიმე ტრავმამ "ზესტაფონი" ცენტრალური მცველის დამატების აუცილებლობის წინაშე დააყენა. საქართველოს ჩემპიონებმა კონტრაქტი გამოცდილ ედიკ საჯაიას გაუფორმეს. "ლელო" საჯაიას დაბრუნების მიზეზებსა და სამომავლო მიზნებზე ესაუბრა ...

09.08.2011

კარგად ნაცნობი ახალწვეული მარგველთა რიგებში

”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - მარგველთა 30 წლის კარგად ნაცნობი ახალწვეულის სახელია ედიკ საჯაია. ქართველი მცველი, რომელიც ბოლოს რუსულ ”ხიმკიში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს ...

08.08.2011

"ზესტაფონის" ჩემპიონური დასაწყისი

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა ქუთაისში, თავისი მნიშვნელობით, შეიძლება სეზონის მატჩადაც კი მივიჩნიოთ. საჩემპიონო ტიტულის მაძიებელი გუნდების პაექრობას, ინტრიგას გასული საფეხბურთო სეზონის სათასო მატჩის პერიპეტიებიც ჰმატებდა ...

07.08.2011

ჩემპიონის შესაფერისი სტარტი

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გამართა. ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისში გამართულ იმერულ დერბიში პრინციპული მეტოქე ადგილობრივი ”ტორპედო” დაამარცხა ...

06.08.2011

გია გეგუჩაძე: “ალბათ, მე დავაკელი რაღაც”

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გუგეჩაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ევროპის ლიგის ფლეი ოფში ბელგიურ “ბრიუგესთან” შეხვედრაში მისი გუნდი ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს ...

06.08.2011

ადრი კოსტერი: “ზესტაფონი” “ყარაბაღზე” ძლიერი იქნება”

ბელგიური “ბრიუგეს” ჰოლანდიელმა თავკაცმა ადრი კოსტერმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ზესტაფონს” არ იცნობს, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, “ყარაბაღზე” ძლიერ გუნდად მიიჩნევს. გეცოდინებათ, “ზესტაფონი”-“ბრიუგე” ევროპის ლიგის ...

06.08.2011

დუბლიორთა ტურნირის წარმატებული სტარტი

2011 წლის 6 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირმა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ქუთაისში ადგილობრივი ”ტორპედოს” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

06.08.2011

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი იწყება

ახალი საფეხბურთო სეზონი ოთხი ქართული გუნდისათვის უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დანარჩენებისათვის; და აი, დღეიდან კი უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდი "ათთვიან მარათონში" ჩაებმება - საქართველოს XXIII ჩემპიონატი იწყება ...

05.08.2011

”ბრიუგე” - ჩემპიონთა თასის ბელგიური ფინალისტი

ევროპის ლიგის ფლეი ოფში “ზესტაფონის” მეტოქე ბელგიის “ბრიუგე”, ამავე სახელწოდების ქალაქში 1891 წელს ჩამოყალიბდა. “ბრიუგე” ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი კლუბია, “ანდერლეხტთან” და “სტანდარდთან” ერთად ბელგიური ფეხბურთის გრანდს მიეკუთვნება ...

05.08.2011

ჩვენი მეტოქე - ბელგიური ”ბრიუგე”

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 5 აგვისტოს გამართულმა კენჭისყრამ უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი-ოფის რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ბელგიური ”ბრიუგე” იქნება ...

04.08.2011

”ზესტაფონის” მარცხმა იმედი ვერ გაგვიქრო

"ზესტაფონმა" ავსტრიულ "შტურმთან" მარცხის შემდეგ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გადაინაცვლა. საწყენია, რომ წავაგეთ გუნდთან, რომელიც პრაქტიკულად არაფრით გვჯობდა, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი ორმატჩიანი დუელის ოთხი ტაიმიდან სამში აშკარად ვაჯობეთ ...

04.08.2011

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე “შტურმთან” 0:1 მარცხის შემდეგ, “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა: “ჩვენთვის რთული მატჩი აღმოჩნდა. “შტურმი” უკეთესად გამოიყურებოდა ...

04.08.2011

ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ

ისევე, როგორც თბილისში, "ზესტაფონმა" გრაცშიც ბევრი იბრძოლა, მაგრამ "შტურმის" კარის დასალაშქრი იარაღი არსენალში არ აღმოაჩნდა. ძალიან მტკივნეულია, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე და მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაბევებამდე ასე ახლოს იყავი ...

04.08.2011

”ზესტაფონი” ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს

3 აგვისტოს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქალაქ გრაცში ავსტრიის ჩემპიონ ადგილობრივ ”შტურმს” დაუპირისპირდა და 0-1 დამარცხდა ...

03.08.2011

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვედრაა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიული გრაცის “შტურმთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას პასუხს მომავალი მატჩი გასცემს ...

02.08.2011

ვარჯიში ”UPC-არენაზე”

2 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით ავსტრიაში გაემგზავრა. სასტუმროში რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა და ადგილობრივი დროის 20:30-დან 21:30 საათამდე ივარჯიშა ადგილობრივ სტადიონ ”UPC-არენაზე ...

01.08.2011

იმერლები ავსტრიაში მიემგზავრებიან

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც გრაცის ”შტურმთან” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 3 აგვისტოს სტუმრად გამართავს, ხვალ ავსტრიაში მიემგზავრება ...

30.07.2011

ამხანაგური მატჩი ხარაგაულელებთან

მიმდინარე წლის 30 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ავსტრიულ ”შტურმთან” განმეორებითი საჩემპიონთალიგო მატჩისათვის ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. ჩემპიონთა სპარინგ-პარტნიორი ხარაგაულის ”ჩხერიმელა” გახლდათ ...

30.07.2011

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

”შტურმთან” შეხვედრაში ნიკოლოზ გელაშვილმა ავსტრიელთა კარში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. გვახსენდება ასევე მის მიერ გაცუდებული სახიფათო მომენტი, როდესაც ბურთი რაღაც სასწაულით ასცდა გრატცეის კარს. გუშინ გელაშვილს შევეხმიანეთ ...

29.07.2011

გელაშვილი გრაცში გოლს და შეტევას გვპირდება

”შტურმთან” შეხვედრაში ნიკოლოზ გელაშვილმა ავსტრიელთა კარში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. გვახსენდება ასევე მის მიერ გაცუდებული სახიფათო მომენტი, როდესაც ბურთი რაღაც სასწაულით ასცდა გრატცეის კარს. გუშინ გელაშვილს შევეხმიანეთ ...

28.07.2011

კიპერისა და კლუბის საგა სასამართლომ დაასრულა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში “ზესტაფონთან” გუნდის ყოფილი კიპერის, გრიგოლ ჭანტურიას დავა პირველის სასარგებლოდ დასრულდა... სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა კი არ მიმდინარეობდა, არამედ პროცედურული ხასიათის მოქმედება განხორციელდა ...

27.07.2011

გია გეგუჩაძე: “ზესტაფონს” მეტის გაკეთება შეუძლია”

“ზესტაფონი”-“შტურმის” ნამატჩევს, მეტოქე გუნდების თავკაცებმა, ჟურნალისტებთან მატჩისწინა შეხვედრების მსგავსად, აქაც დაარღვიეს რიგითობა. პირველი მედიის მსახურთა წინაშე მასპინძელთა თავკაცი გიორგი გეგუჩაძე წარსდგა ...

27.07.2011

"ზესტაფონი"-"შტურმი": თითქმის 2:0, მაგრამ 1:1

76-ე წუთი მიმდინარეობდა, ორი წუთით ადრე მთელი საფეხბურთო საქართველოსთვის დიდი სიხარულის მომტანი ნიკოლოზ გელაშვილი “შტურმის” მეკარეს რომ გასცდა და ცარიელ კარს ააცილა. დაუწერელი საფეხბურთო კანონიც უმალ ამოქმედდა ...

27.07.2011

“ზესტაფონს” მგლები არ ეშვებიან

კიშინიოვში, წინა საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი მგლის ბუნაგიდან გამარჯვებულად გამოსულ მეომარს ჰგავდა. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მასპინძლებმა “შტურმს” საკუთარი თამაში კი მოახვიეს თავს ...

26.07.2011

“ზესტაფონმა” და “შტურმმა” 1:1 ითამაშეს

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, “ზესტაფონსა” და “შტურმს” შორის დაფიქსირებული ფრით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი უკმაყოფილო უნდა იყოს. ამის მიზეზი ...

25.07.2011

ფოდა დადებით შედეგს გეგმავს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე “ზესტაფონთან” გასამართი მატჩის წინ ეროვნულ სტადიონზე ჩატარებულ პრესკონფერენციას, ავსტრიული “შტურმის” მთავარ მწვრთნელ ფრანკო ფოდასთან ერთად, ამავე გუნდის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე დაესწრო ...

25.07.2011

ფოფხაძეს წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ არა ხვალ

ავსტრიული გუნდის დაგვინებით თბილისში ჩამოფრენის გამო მატჩისწინა პრესკონფერენციის გამართვის განრიგი შეიცვალა. “შტურმის” მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა ჟურნალისტებს ვარჯიშის შემდეგ გაესაუბრება, მანამდე მედიელების წინაშე გია გეგუჩაძე წარსდგა ...

23.07.2011

ჩვენი მეტოქე - ავსტრიული ”შტურმი”

ქართული კლუბები ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობენ. სასიხარულოა, რომ ჩვენთვის ევროსეზონი ნაადრევად არ სრულდება. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონი" ავსტრიულ "შტურმს" დაუპირისპირდება ...

23.07.2011

მოლდოვური გამოცდა საჭირო იყო!

”ზესტაფონი” მოლდოვადან გაორებული განწყობით დაბრუნდა. ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, თუმცა ამ სიხარულს დიდი ჩრდილიც ახლავს - ”დაჩიამ” თავისი მწვრთნელის, იგორ დობროვოლსკის თამადობით სამუდამოდ მოიჭრა თავი ...

22.07.2011

იმერელთა შეხვედრას ძველი ნაცნობი განსჯის

უეფას ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის თბილისში 26 ივლისს გასამართ ”ზესტაფონი”- ”შტურმის” წყვილის პირველ შეხვედრას ბერძენ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ...

21.07.2011

ორი ზ-ს სადღეგრძელო

“ზესტაფონის” თავკაცმა გია გეგუჩაძემ სასტარტო განაცხადში ზუსტად ის 11 ფეხბურთელი შეიყვანა, რომლებიც იმერული დაპირისპირეაბისას დააყენა ძირითად შემადგენლობაში. “დაჩიას” თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ კი ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა ...

21.07.2011

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახულია

20 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2011-2012 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გამართა. განმეორებითი მატჩი პირველივით წარმატებული ვერ გამოდგა - შეხვედრა მოლდოველთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, თუმცა ...

20.07.2011

გია გეგუჩაძის პრეს-კონფერენცია

“დაჩიას” მთავარი მწვრთნელის სიტყვაძუნწიბით გამწარებულმა მოლდოველმა ჟურნალისტებმა, იგორ დობროვოლსკის ზესტაფონელ კოლეგაზე “იყარეს ჯავრი”. გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია, დაახლოვებით 20 წუთი კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში გაგრძელდა ...

19.07.2011

ქართველებმა ”ზიმბრუზე” ივარჯიშეს

19 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე, "დაჩიასთან" ხვალ გასამართი შეხვედრის წინ, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიშინიოვის მთავარ არენაზე - სტადიონ "ზიმბრუზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ქართული და ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია ...

19.07.2011

დობროვოლსკი: “წელიწადში ერთხელ ჯოხიც ისვრის”

კიშინიოვში “ზესტაფონთან” ჩასატარებელი განმეორებითი შეხვედრის წინ, “დაჩიას” მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ, მოლდოველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველ მატჩში 0:3 მარცხი შემთხვევითობა იყო ...

19.07.2011

ზესტაფონელები კიშინიოვში დაბანაკდნენ

19 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მოლდოვაში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე, ჩარტერული რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 2 საათში ქართული გუნდი კიშინიოვის აეროპორტში ჩაფრინდა ...

19.07.2011

”დაჩიას” გოლი სტუმრადაც უნდა გავუტანოთ

როგორც კი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ”ზესტაფონის" მეტოქის ვინაობა შევიტყვეთ, მაშინვე შემოგთავაზეთ ”დაჩიას" ყოფილი და იმერელთა ამჟამინდელი თავდამსხმელის, ჯაბა დვალის ინტერვიუ, სადაც მან მოლდოვის ჩემპიონთა ავ-კარგზე იმსჯელა ...

18.07.2011

საქართველოს ჩემპიონები მოლდოვაში მიემგზავრებიან

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც კიშინიოვის ”დაჩიასთან” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 20 ივლისს გამართავს, ხვალ მოლდოვაში მიემგზავრება ...

18.07.2011

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ზესტაფონშიც ესმით

გასული კვირის გმირი უდავოდ "ზესტაფონია". საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშა და ხმაურიანი გამარჯვებაც გამოაცხო - გია გეგუჩაძის სამწყსომ კიშინიოვის "დაჩიას" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა ...

17.07.2011

”დაჩია”-”ზესტაფონს” სლოვენიელები მოემსახურებიან

უეფას ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კიშინიოვში 20 ივლისს გასამართ ”დაჩია”-”ზესტაფონის” წყვილის განმეორებით შეხვედრას სლოვენიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ...

16.07.2011

კახა ცხადაძე: "ზესტაფონმა" გამაოცა!

ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ფეხბურთელები ორიოდე დღით დაასვენა, თავად კი საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონისა" და კიშინიოვის "დაჩიას" მატჩს დაესწრო ...

16.07.2011

”ზესტაფონმა" ზესტაფონში უნდა ითამაშოს!

”ოლიმპის" მკითხველმა უკვე იცის, რომ წესრიგის უზრუნველმყოფი სტრუქტურების მიერ დაშვებული შეცდომების, ქომაგების არაადეკვატური ქცევისა და უეფას ბულგარელი დელეგატის პოზიციის გამო ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ...

15.07.2011

“ზესტაფონს” იმერეთში თამაშის შანსი კვლავ აქვს

უეფას შტაბ-ბინაში 15 ივლისს გამართულმა კენჭისყრამ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” სავარაუდო მეტოქეები გამოავლინა. იმერლებს ავსტრიისა და უნგრეთის ჩემპიონებს შორის გამარჯვებული შეეცილება ...

15.07.2011

ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის კენჭისყრა

დღეს შვეიცარიულ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მესამე რაუნდში “ზესტაფონსა” და “დაჩიას” შორის გამარჯვებული ავსტრიული “შტურმისა” და უნგრული “ვიდეოტონის” დუელში უძლიერესს დაუპირისპირდება ...

14.07.2011

დიდებული ცეკვა ”მგლებთან”

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” არსებობის ისტორიაში მართლაც რომ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვურ ”დაჩიასთან” ნამდვილ დღესასწაულად იქცა პატარა იმერული ქალაქისთვის ...

14.07.2011

“ზესტაფონმა” “დაჩია” დააჩიავა

კიდევ ერთი ქალაქი შეემატა უეფას ჩემპიონთა ლიგის გეოგრაფიას. 30-ათასიან ზესტაფონს ლიგის ჰიმნის “ცოცხლად” მოსმენის ბედნიერება ხვდა წილად. ერთია დებიუტი, მეორე კი - როგორი?! ქართველი მაყურებელი განებივრებული არაა ქართული გუნდის ასეთი თამაშის ცქერით ...

14.07.2011

ჯაბასგან დაჯაბნილები

გუშინ ზესტაფონში პირველად აჟღერდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და "ზესტაფონმაც" ჩვენი ქვეყნის ფეხბურთი ღირსეულად წარმოაჩინა. საქართველოს ჩემპიონმა არცთუ სუსტი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ქომაგი ლამაზი გამარჯვებით გაახარა ...

14.07.2011

გია გეგუჩაძე: “სწორი თამაშისთვის დავსაჩუქრდით”

“ზესტაფონი”-“დაჩიას” ნამატჩევს, მეტოქე გუნდების თავკაცები, ტრადიციული თანმიმდევრობით გაესაუბრნენ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილ მოლდოველ და ქართველ ჟურნალისტებს ...

13.07.2011

სასწაულად ეფექტურები და სასწაულად მიზანდასახულნი

“დაჩიასთან” “ზესტაფონის” ბრწყინვალე სტილში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის მადიდებელი სიტყვები, როგორც ქომაგთა, ისე სპეციალისტთა მხრიდანაც მრავლად ისმოდა... ქვემოთ სპეციალისტისა და ფეხბურთელების კომენტარებს გთავაზობთ ...

13.07.2011

სრული უპირატესობით!

მატჩი, რომელშიც წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის 2 დებიუტანტი პაექრობდა, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ყოველ შემთხვევაში, “ზესტაფონმა” “დაჩიას” შანსი არ დაუტოვა და 3 უპასუხო გოლით, საპასუხო მატჩისთვის შესანიშნავი განწყობა შეიქმნა ...

12.07.2011

იგორ დობროვოლსკი: “ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება”

ზესტაფონში მატჩისწინა ვარჯიშისთვის ქუთაისიდან ჩამოსულმა, მოლდოვის ჩემპიონის, კიშინიოვის “დაჩიას” მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ, ქართველი და მოლდოველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია მოაწყო ...

12.07.2011

ერთგული ქომაგის ფაქტორი ხვალაც დაგვეხმარება

დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: "რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე “დაჩია” საგრძნობლად გაძლიერდა" ...

10.07.2011

ამხანაგური მატჩი წყალტუბოელებთან

მიმდინარე წლის 9 ივლისს ”ზესტაფონმა”, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისათვის მშობლიურ ქალაქში ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი წყალტუბოს ”სამგურალი” გახლდათ ...

09.07.2011

”დაჩიამ” სუპერთასი უქართველებოდ მოიგო

ქვეყნის სუპერთასის მოგებით დაიწყო სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” მეტოქემ. კიშინიოვის “დაჩიამ”, გუშინ სპორტკომპლექს “შერიფის” საფეხბურთო არენაზე, მოლდოვას თასის მფლობელს, რიბნიცას “ისკრა-სტალს” 1:0 მოუგო ...

08.07.2011

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნიკა გელაშვილი მაისის ბოლოს, სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა, თუმცა მწყობრში მალე ჩადგა, "ზესტაფონს" ავსტრიაშიც გაჰყვა და იქ ჩატარებულ ბოლო ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც გოლიც გაიტანა ...

07.07.2011

”ზესტაფონი” და ჩემპიონთა ლიგა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 13 ივლისს ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგაში თავის სადებიუტო მატჩს გამართავს - საქართველოს საუკეთესო გუნდი კიშინიოვის ”დაჩიას” უმასპინძლებს. გუნდის ფეხბურთელები შემდეგი ნომრებით იასპარეზებენ ...

06.07.2011

ჩემპიონთა ლიგა ყველამ ერთად ვირწმუნეთ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნდა. მარგველებმა შუა ევროპაში ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. გუშინ ”ოლიმპი” ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა ...

05.07.2011

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

”ზესტაფონმა” სეზონისწინა მზადების პროგრამით უცხოური შეკრება დაასრულა. ”მსოფლიო სპორტი” ზესტაფონელთა მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ავსტრიიდან საქართველოში გამომგზავრების წინ დაუკავშირდა და განვლილი შეკრების შეფასება სთხოვა ...

04.07.2011

ავსტრიული შეკრების დასკვნითი სპარინგ-მატჩი

2011 წლის 4 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქალაქ კლუჟის საფეხბურთო კლუბი ”უნივერსიტატია” გახლდათ ...

03.07.2011

კიდევ ერთი შეხვედრა რუმინელებთან

ავსტრიულ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ტიროლში გასამართ დასკვნით საკონტროლო შეხვედრას რუმინეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ კლუჟის "უნივერსიტატიას" წინააღმდეგ ხვალ საღამოს გამართავს ...

02.07.2011

შეკრების ფინიშის სწორზე

შვეიცარიულ ”ბაზელთან” კუფშტაინში გამართული მატჩის მეორე დღეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები. დღეს გუნდმა ორჯერ ივარჯიშა, ზეგ კი ალპური შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს გამართავს ...

30.06.2011

კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი

2011 წლის 30 ივნისს ავსტრიაში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი სპარინგი გამართა. ზესტაფონელთა მეტოქე გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე და შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ბაზელი” გახლდათ ...

29.06.2011

საწვრთნელი შეკრება გრძელდება

გუშინ ზემოიმერლები ზალცბურგს ესტუმრნენ და მოცარტის მშობლიური ქალაქი დაათვალიერეს. დღეს გუნდმა ორჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ალპური შეკრების მორიგ სპარინგს გამართავს - საქართველოს ჩემპიონი შვეიცარიის პირველ გუნდ ”ბაზელს” დაუპირისპირდება ...

29.06.2011

კლუბის ბაზაზე მეორე მოედნის დაგება დაიწყო

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც ზემოიმერელთა ახალ სახლში მიმდინარე სამუშაოებზე მოგვითხრობს ...

28.06.2011

ეს გუნდი შარშანაც მომეწონა

საინტერესო თამაში გამოვიდა ორივე გუნდის მხრიდან. ეს გუნდი შარშანაც მომეწონა და აღვნიშნე კიდეც. “ზესტაფონი” ახლაც ძლიერი გუნდია, უფრო გამოცდილი და თავდაჯერებულია. ამიტომაც, “ზესტაფონზე” მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია ...

28.06.2011

გია გეგუჩაძე: “კარპატიმ” საგრძნობლად მოუმატა”

ავსტრიულ კუნდლში ლვოვის ”კარპატისთან” გამართული გუშინდელი ტესტ-მატჩის (0:0) შემდეგ, ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უკრაინელთა გასახდელში შევიდა, მეტოქეს თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა ...

27.06.2011

შეხვედრა ძველ ნაცნობთან

2011 წლის 27 ივნისს ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ქართველთა მეტოქე, ძველი ნაცნობი და ”ზესტაფონის” ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაში მძლეველი, ლვოვის საფეხბურთო კლუბი ”კარპატი” გახლდათ ...

27.06.2011

“ზესტაფონი” ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან”

დღეს “ზესტაფონი” უკრაინულ “კარპატის” ხვდება ტესტ-მატჩში და სანდრო გურულიც ითამაშებს – ლვოველთა 10 ნომრის მცირე ინტერვიუ კლუბის საიტზე გამოქვეყნდა... “კარპატი”-“ზესტაფონი” შარშან, ევროპის ლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს და იმერლებმა 2 მატჩი წააგეს ...

26.06.2011

”ზესტაფონი”-”დაჩიას” თურქი არბიტრი განსჯის

უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ზესტაფონში 13 ივლისს გასამართ ”ზესტაფონი”-”დაჩიას” წყვილის პირველ შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ...

25.06.2011

ახალი ეკიპირებით ჩემპიონთა ლიგაში

ახალ სეზონში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი" ახალი დიზაინისა და სხვა მწარმოებლის ფორმით ითამაშებს. ”ნაიკი" არანაკლებ სახელგანთქმულმა კომპანია ”პუმამ" შეცვალა, რომელთანაც ფეროელები ადრეც თანამშრომლობდნენ ...

24.06.2011

აღდგენის დღე

24 ივნისს, რუმინულ ”სტიაუასთან” გამართული მატჩის მეორე დღეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები. დილით სარეაბილიტაციო პროცედურები საუნასა და აუზში გაიმართა ...

24.06.2011

გენადი ორბუ: “ზესტაფონს” ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია”

კიშინიოვის “დაჩიას” ერთ-ერთი ლიდერი გენადი ორბუ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონთან” შეხვედრამ არ გაახარა, მაგრამ თვლის, რომ ამ ეტაპზე მოლდოველებს არცთუ ყველაზე მრისხანე მეტოქე შეხვდათ ...

23.06.2011

პირველი სპარინგ-მატჩი ალპურ შეკრებაზე

2011 წლის 23 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი, ბუქარესტის საფეხბურთო კლუბი ”სტიაუა” გახლდათ ...

23.06.2011

კორღალიძე ორმაგად მოტივირებულია

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” მეტოქის, მოლდოვის “დაჩიას” შემტევი ნახევარმცველი ლევან კორღალიძე, მოწინააღმდეგის რიგებში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელებად ფორვარდ ჯაბა დვალსა და ნახევარმცველ თორნიკე აფციაურს თვლის ...

22.06.2011

ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ

ავსტრიულ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ტიროლში გასამართ პირველ საკონტროლო შეხვედრას რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანესი კლუბის - ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ ხვალ საღამოს ბიშოფსჰოფენში გამართავს ...

22.06.2011

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

"ზესტაფონის" მომავალ მეტოქე "დაჩიაზე" ჯაბა დვალზე უკეთ ვერავინ მოგვიყვებოდა. 26 წლის თავდამსხმელი ხომ იმერულ კლუბამდე სწორედ მის ღირსებას იცავდა და "დაჩიას" შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობს. ჯაბასგან მოლდოვის ჩემპიონზე საინტერესო ამბები გავიგეთ ...

22.06.2011

იმერლები ალპებში

2011 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, თბილისიდან მიუნხენამდე თითქმის 4 საათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა კირხდორფში ჩავიდა ...

21.06.2011

მეტოქე ”დაჩია” - ჯაბა, დაგვიბრუნდი კიშინიოვში!

"ჯაბა დვალს უკვე დავურეკე და ვუთხარი, როგორც იქნა, კიშინიოვში ბრუნდები-მეთქი. "ზესტაფონი" საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად არიან და შესანიშნავად შეთამაშდნენ. ჩვენს წყვილში შანსები, ვფიქრობ, 50/50-ზეა. მძიმე ბრძოლა გველის ...

20.06.2011

”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება

2011 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 21 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში გაიმართება 2011-2012 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი ...

20.06.2011

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

”ზესტაფონმა” სეზონისწინა მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და ავსტრიულ შეკრებაზე გასამგზავრებელ მზადებაში მყოფმა, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობაც შეიტყო - კიშინიოვის ”დაჩია” ქართველთათვის უცხო არ გახლავთ ...

20.06.2011

გია გეგუჩაძე: "დაჩიასთან" შანსები თანაბარი გვაქვს

უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შედეგებზე კომენტარების გაკეთება სთხოვა. "ზესტაფონი"-"დაჩიას" დაპირისპირებაზე ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ლევან კორღალიძემ ისაუბრეს ...

20.06.2011

ჩვენი მეტოქე - კიშინიოვის “დაჩია”

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გამართულმა კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე მოლდოვის ჩემპიონი კიშინიოვის ”დაჩია” იქნება ...

19.06.2011

დაბადების დღე, ”წითლები” და ”მწვანეები”

2011 წლის 18 ივნისს საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში ზემოიმერული კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სწორედ დღეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან შვიდი წელი შეუსრულდა. ზესტაფონელებმა ერთმანეთში ორმხრივი შეხვედრა ჩაატარეს ...

18.06.2011

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

ნიკა გელაშვილი მეორედ გახდა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი: 20-ე ჩემპიონატში 20 გოლით, ახლახანს კი - 18-ით და "ლელომ" ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა. ფორვარდს 21-ე ჩემპიონატშიც ჰქონდა შანსი, მაგრამ მეორე ადგილს დასჯერდა ...

16.06.2011

მარგველები მზადებას განაგრძობენ

”ზესტაფონმა” მზადების პირველი ეტაპის მეორე ნაწილი დაიწყო. გუნდს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ექვსეულის გარდა, ტრავმამოშუშებული ზაალ ელიავაც შეუერთდა. დღეს გამართულ ვარჯიშზე ძირითადი აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკურ დატვირთვაზე გაკეთდა ...

15.06.2011

ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან

"ლელომ" გასული სეზონის საუკეთესო შემცვლელად "ზესტაფონის" 23 წლის თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილი დაასახელა. მისი შეცვლაზე შესვლა მოწინააღმდეგისთვის ცუდის ნიშანი იყო - ძირითადში თამაშს მოწყურებული თავდამსხმელი თავს არ ზოგავდა ...

14.06.2011

ინტერვიუ გიორგი ონიანთან

"ზესტაფონის" გამოცდილმა უკანახაზელმა სეზონი სტაბილურად ჩაატარა და ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, ისიც დისკვალიფიკაციის გამო. ამას გარდა, გიორგიმ 3 გოლიც გაიტანა, რაც მისი ამპლუას ფეხბურთელისთვის არცთუ ურიგო შედეგია ...

12.06.2011

მზადების პირველი ეტაპის ეკვატორთან

მიმდინარე წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო ასპარეზობისათვის მზადებას იმერეთში განაგრძობს. მზადების ზესტაფონში გასამართი ეტაპის პირველი ნაწილი დაასრულა ...

10.06.2011

მარგველებს სერბი სპეციალისტი შეუერთდა

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. დღეს გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს ფიზიკურ მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი, სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი წარუდგინა ...

 

წინა გვერდი: შემდეგი გვერდი:
წინა გვერდი: შემდეგი გვერდი:
 
   
FC ZESTAFONI © 2005