07.09.2011

 

 

 

 

 

იმერული პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

2011 წლის 7 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მარგველთა დამრიგებელმა საზოგადოებას კლუბის სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები წარუდგინა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომელმაც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, მედიის წარმომადგენლებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თავის ასისტენტი და დუბლშემადგენლობის ახალი მწვრთნელი წარუდგინა.

ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს 33 წლის ქართველი სპეციალისტი გიორგი ყიფიანი, რომელიც გასულ სეზონში ბოლნისის ”სიონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო ბოლო რამდენიმე თვე სამწვრთნელო პრაქტიკას ისრაელის კლუბებში გადიოდა.

რაც შეეხება ზემოიმერული კლუბის დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელს, ამ თანამდებობაზე დანიშნულია 43 წლის დემურ გიორგობიანი. აღსანიშნავია, რომ პარალელურად ის ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამას გაუწევს კოორდინაციას.

 

გიორგი ყიფიანი
გიორგი ჭიაბრიშვილი და დემურ გიორგობიანი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005