დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტური
2011 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დუბლიორებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე (ლურსმანაშვილი, 75), კობახიძე (სარდალიშვილი, 46), ღონღაძე, თ. გრიგალაშვილი, ჭანკოტაძე, გაგოშიძე, ფიფია, კიკნაველიძე, ხუჯაძე (ჯუღელი, 89), შარვაძე.
”ზესტაფონისა” და ”ტორპედოს” გუშინდელი მატჩის მსგავსად, ორი იმერული კლუბის დუბლიორთა დაპირისპირებაც დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, რომლებსაც სწრაფი გოლიც მოჰყვა - ზემოიმერელთა მიერ 11-ე წუთზე წამოწყებული სწრაფი შეტევა საგოლე დარტყმით ბერდია შარვაძემ დააგვირგვინა.
ანგარიშში კორექტივების შესატანად გუნდებს თითქმის 80 წუთი რჩებოდათ. ზესტაფონელებმაც და ქუთაისელებმაც ერთურთის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ანგარიში აღარ შეცვლილა. მარგველთა დუბლიორების გამარჯვება ანგარიშით 1-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|