26.08.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტური

 

 

 

 

 

 

2011 წლის 26 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ლურსმანაშვილი (გაგოშიძე,54), მნათობიშვილი, ფერაძე, თ. გრიგალაშვილი, ფოცხვერაშვილი (რობაქიძე, 66), კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, სარდალიშვილი, ღირდალაძე, შარვაძე.

თბილისის ”დინამოსა” და ”ზესტაფონისა” დუბლიორთა შეხვედრას ”ავაზას” საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებს ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი აკლდათ - როსტომ გეწაძის ტრავმას დღეს დილით ბელგიიდან დაბრუნებული საბა ლომიასა და გიორგი ჭანკოტაძის არყოფნაც დაემატა. იმერელთა რიგებში მოედანზე 1995 წელს დაბადებული ერთბაშად ორი ჭაბუკიც გამოჩნდა.

ამის მიუხედავად, მარგველები მოედანზე თავის ძალებში დარწმუნებულნი გავიდნენ და დუბლიორთა შორის საქართველოს მოქმედ ჩემპიონს არ შეუშინდნენ, მთლიანობაში თანაბარი პირველი ტაიმი სტუმრებმა ბერდია შარვაძის მიერ შეხვედრის 24-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

მეორე ტაიმი მატჩის გადასარჩენად დაგეშილი დინამოელების ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა სტუმართა კართან განსაკუთრებული ხიფათი ამის შედეგად არ შექმნილა. მეტიც, მიშიკო სარდალიშვილს მატჩის მიწურულს რომ ემარჯვა, ზესტაფონელთა გამარჯვება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ”ზესტაფონის” დუბლიორთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ახლადდაწყებულ სეზონში - ამჯერად მინიმალური ანგარიშით 1-0.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005