2011 წლის 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის გადადებული მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ გორის ”დილას” უმასპინძლა.
”ზესტაფონისა” და ”დილას” გულშემატკივრები ამ შეხვედრას ზუსტად 3 წლისა და 6 თვის მანძილზე ელოდნენ. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება 2008 წლის 21 მარტს შედგა და ჟილვან გომეს ვიეირას ჰეთ-თრიქისა და ნიკა კვასხვაძის დუბლის (ზესტაფონელებმა იმ შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის გაცუდებაც ”მოახერხეს”) წყალობით იმერელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით 5-0 დასრულდა. იმ სეზონის შედეგების მიხედვით შიდაქართლელებმა უმაღლესი ლიგა დატოვეს და გორულ-ზესტაფონური დუელის მორიგი, მეთერთმეტე ”სერია” მხოლოდ 2011 წლის სექტემბერში შედგა. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ ”დილასა” და ”ზესტაფონის” ათივე წინა მატჩი მარგველთა გამარჯვებით დასრულდა...
გორელი ფეხბურთელები თავისთვის უსიამოვნო ტრადიციის შესაწყვეტად შემართულნი ესტუმრნენ იმერეთს და აბსოლუტურად დამსახურებულად, თანაც ძალიან ლამაზ სტილში დაამარცხეს მასპინძლები. ანგარიში 40-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე მისმა თანაგუნდელმა დავით ჩაგელიშვილმა კიდეც ერთი გატანილი გოლიც მოაყოლა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე (48-ე წუთზე) რომან ახალკაცმა გორელთა უპირატესობაკიდევ უფრო გაზარდა. მასპინძელთა რბევა კი ვაჟა ნემსაძემ შეხვედრის 60-ე წუთზედაასრულა. შიდაქართლელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.