19.12.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური

 

 

 

 

 

 

”მეტალურგი-2” - ”ზესტაფონი-2” 4-0

19 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები რუსთავის ”მეტალურგის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: გიორგაძე, თ. გრიგალაშვილი, რობაქიძე (ღირდალაძე, 23), მნათობიშვილი, ლურსმანაშვილი, გაგოშიძე (ჯუღელი, 87), კიკნაველიძე (ეგუტიძე, 79), გაჩეჩილაძე, სარდალიშვილი (ზირაქაძე, 83), ლომია, ხუჯაძე.

 

რუსთავის ”მეტალურგისა” და ”ზესტაფონის” ძირითადი გუნდების გუშინდელი მატჩისაგან განსხვავებით, ამ კლუბების დუბლიორთა დაპირისპირებაში ინტრიგა არ შედგა. მასპინძლებმა ანგარიში სანდრო ჭიღვარიას მიერ 22-ე წუთზე გატანილი გოლით გახსნეს. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებმა ინიციატივა ხელთ კი იგდეს, მაგრამ რუსთაველთა კარის დალაშქვრა ვერაფრით მოახერხეს ...

მეორე ტაიმიც სტუმართა ტერიტორიული კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ისინი გათანაბრებას ვერაფრით ახერხებდნენ და 79-ე წუთზე ქვემოქართლელმა გიორგი ბებიამ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ სტუმრებმა ”თეთრი დროშა გამოფინეს” და ამისათვის კიდევ ორი გაშვებული გოლით დაისაჯნენ - 83-ე წუთზე ზაქარია ქეშელაშვილმა მესამედ აიღო სტუმართა კარი, ხოლო 86-ეზე დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში დიმიტრი ვარსიმაშვილმა დააფიქსირა - რუსთაველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით - 4-0.

დღევანდელ შეხვედრაში მარცხხის მიუხედავად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის პირველი ნაწილი საპრიზო მესამე ადგილზე დაასრულეს.

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005