ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე 6 ნოემბერს დანიშნული საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთსა” და საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ”ზესტაფონს” შორის, გადაიდო დასავლეთ საქართველოში ნალექის მოსვლის შედეგად ლანჩხუთის სტადიონზე სათამაშო მოედნის დატბორვის გამო.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე დღეს შექმნილი ვითარების შესახებ.