30.08.2011

 

 

 

 

 

ესპანელი ახალგაზრდები ”დავით აბაშიძეზე”

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ სექტემბერს 2013 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ქუთაისში უმასპინძლებს. ოთარ გაბელიას გუნდის მეტოქე უკვე საქართველოში იმყოფება.

დღეს, 30 აგვისტოს, ესპანელებმა, რომელთა რიგებშიც ”ბარსელონას”, ”რაიო ვალეკანოს”, ვიგოს ”სელტას”, ”მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის ”ჩელსის”, ლისაბონის ”ბენფიკას”, მადრიდის ”რეალის”, ”მალაგას”, ”ვალენსიას”, სან-სებასტიანის ”რეალ სოსიედადის” ”ვილიარეალის”, ”სარაგოსას”, ბილბაოს ”ატლეტიკის”, მადრიდის ”ატლეტიკოსა” და ”ესპანიოლის” ფეხბურთელები ირიცხებიან, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 19:30 საათიდან 20:45 საათამდე ივარჯიშეს. ესპანელთა მწვრთნელის ლუის მილიას შეგირდებმა ჯერ მსუბუქად ივარჯიშეს, ხოლო შემდეგ ”ორკარაც” გააჩაღეს. აღსანიშნავია, რომ ესპანური დელეგაციის წევრებმა ერთხმად გამოთქვეს კმაყოფილება ზესტაფონის საფეხბურთო არენის მინდვრის საფარის მდგომარეობით. ესპანელ ახალგაზრდათა სტუმრობამ ზესტაფონელ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია - ვარჯიშის მიმდინარეობას მრავალი ქომაგი ადევნებდა თვალყურს.

გთავაზობთ დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართული ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005