20.12.2011

 

 

 

 

ორმაგი მატება ”ზესტაფონში”

 

 

 

 

 

ლევან შარიქაძე
გურამ სამუშია

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” ისევ მატებაა - მარგველთა რიგებს 22 წლის ლევან შარიქაძე და 17 წლის გურამ სამუშია შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ სათამაშო ამპლუას მიხედვით ორივე ნახევარმცველია და თავის ახალი კლუბის ღირსებას ერთიც და მეორეც მომდევნო 3 წლის მანძილზე დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონთა რიგებში მოსული ახალწვეულების შესახებ:

ლევან შარიქაძე - ნახევარმცველი; დაბადებულია - 16.07.1989; სიმაღლე - 175 სმ, წონა - 62 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა თბილისის ”ამერში” (2006-2008) და საფეხბურთო კლუბ ”გაგრაში” (2008-2011).

ლევან შარიქაძე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2010-2011 წლის გათამაშების ტრიუმფატორი გახლავთ.

***

გურამ სამუშია - ნახევარმცველი; დაბადებულია - 05.09.1994; სიმაღლე - 177 სმ, წონა - 63 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”მგლები” - 2007-2009, ”ბაია” - 2009-2011.

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი წარმატებულად მშობლიურ კლუბ ”ბაიაში” ასპარეზობდა, გურამ სამუშია 17-წლამდელთა საქართველოს ნაკრები გუნდის უცვლელი წევრი გახლავთ.


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005