დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტური
2011 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე (მეშველიანი, 46). ლურსმანაშვილი (რობაქიძე, 73), გაგოშიძე, საჯაია, თ. გრიგალაშვილი, ანთია, ფოცხვერაშვილი (გაჩეჩილაძე, 46), ფიფია, კიკნაველიძე (ეგუტიძე, 61), ხანთაძე, შარვაძე.
”სიონისა” და ”ზესტაფონისა” დუბლიორთა შეხვედრას თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონმა უმასპინძლა. დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 6 ფეხბურთელი აკლდათ - როსტომ გეწაძის, გიორგი ჭანკოტაძის, ზურა ღირდალაძისა და ნიკა მნათობიშვილის ავადმყოფობას, კლუბის პირველ გუნდში გამოძახებული საბა ლომიასა და მიშიკო სარდალიშვილის არყოფნაც დაემატა. ზემოიმერელთა რიგებში მოედანზე 1995 წელს დაბადებული სამი და 1996 წელს დაბადებული ერთი ჭაბუკიც გამოჩნდა.
ბოლნისელებმა სტუმართა საკადრო პრობლემებით კარგად ისარგებლეს და მარგველები 2-0 დაამარცხეს. მატჩის 31-ე წუთზე მასპინძლები მანუჩარ ოქროპირიძემ დააწინაურა, ხოლო 77-ე წუთზე ლაშა ნინიკაშვილმა საბოლოო წერტილი დაუსვა დღევანდელ დაპირისპირებას. ზესტაფონელთა პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში ...
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|