21.11.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტური

 

 

 

 

 

 

”დილა-2” - ”ზესტაფონი-2” 1-4

2011 წლის 21 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები გორის ”დილას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ლურსმანაშვილი, მნათობიშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე (თ. გრიგალაშვილი, 46), კიკნაველიძე, ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, შარვაძე, ლომია (ხუჯაძე, 85).

 

 

”დილას” და ”ზესტაფონის”ძირითადი გუნდების გუშინდელი მატჩის მსგავსად, ამ კლუბების დუბლიორთა დაპირისპირებაც საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ამ შეტევებს სწრაფი გოლიც მოჰყვა - გორელთა მიერ 6-ე წუთზე წამოწყებული სწრაფი შეტევა საგოლე დარტყმით ნიკოლოზ სადაღაშვილმა დააგვირგვინა. იმერლებმა საბა ლომიას მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრეს. 45-ეზე კი ბერდია შარვაძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია.

მეორე ტაიმში გორელთა კარში კიდევ ორი პენალტი დაინიშნა. თუ 49-ე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანის შესრულებისას საბა ლომიას მიზანმა უმტყუნა, 77-ეზე მანვე თავის შანსი გამოიყენა და ”დილასთან” ორდღიან დუელში თავი მესამე გოლით გამოიჩინა. 90-ეზე წუთზე კი დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში ნოდარ კიკნაველიძემ დააფიქსირა - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით - 4-1.

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005