დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტური
2011 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” დუბლიორებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ღონღაძე, საჯაია (ლურსმანაშვილი, 46), რობაქიძე, გაგოშიძე, სარდალიშვილი, გაჩეჩილაძე, ბაბუნაშვილი (ხუჯაძე, 46), ჭანკოტაძე (ჯუღელი, 62), კიკნაველიძე, შარვაძე.
იმერლებისა და ვეტერინარების დუბლიორთა შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო - 10-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურტი თბილისელთა კარის ბადეში ჩაეშვა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დებიუტშივე ზესტაფონელებმა ანგარიში გაზარდეს - 49-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში ახლახან ტრავმამოშუშებული დავით ხუჯაძე შეიჭრა და სტუმართა მეკარე ნოდარ სვანაძე მეორედ დაამწუხრა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში ვიტელი ლევან კუხალეიშვილის გოლმა მატჩის დასკვნით ნაწილს ინტრიგა შეუნარჩუნა.
ეს ინტრიგა საბოოოდ 70-ე წუთზე მოკვდა - ნოდარ კიკნაველიძის მიერ შესრულებული ჯარიმები სტუმართა გოლკიპერისათვის ამ საღამოს გადაუწყვეტელ პრობლემად დარჩა. ზესტაფონელთა რეზერვისტთა გამარჯვება - 3-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|