11.09.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტური

 

 

 

 

 

 

2011 წლის 11 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე მარტვილელ დუბლიორებს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, საჯაია, მნათობიშვილი, ლურსმანაშვილი, ჭანკოტაძე, კიკნაველიძე, ღირდალაძე (შარვაძე, 46), გეწაძე (გაჩეჩილაძე, 42), სარდალიშვილი (ეგუტიძე, 86), ლომია.

”ზესტაფონისა” და მარტვილის ”მერანის” დუბლიორთა შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობითა და მათ მიერ მატჩის დებიუტშივე გატანილი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა შეხვედრის 10-ე წუთი, როდესაც ზესტაფონელთა სწრაფი და გააზრებული შეტევა გოლით საბა ლომიამ დააგვირგვინა და თავის გუნდი დააწინაურა.

პირველ ტაიმში გოლები აღარ გასულა, სამაგიეროდ შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ”მხიარულად” წარიმართა. 65-ე წუთზე ბერდია შარვაძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი გოლად თავად დაზარალებულმა აქცია, ხოლო 68-ე წუთზე საბა ლომიამ თავის გუნდის უპირატესობა დიდამდეც გაზარდა - 3-0.

ამის მიუხედავად, პენალტის დანიშვნის ეპიზოდის შემდეგ, მცველის გაძევების გამო მოედანე 10 კაცის შემადგენლობით დარჩენილმა მარტვილელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და მასპინძლები გვარიანად ანერვიულეს კიდეც - 71-ე წუთზე თორნიკე შალიკაშვილმა ერთი გოლი გაჰქვითა, ხოლო 72-ეზე ლევან პაპავამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში გოლის გატანასთან უფრო ახლოს ისევ ზესტაფონელები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი 3-2 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ზემოიმერელთა დუბლშემადგენლობა, 5 შეხვედრაში 5 გამარჯვებით, საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005