დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტური
2011 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” დუბლიორებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, კიკნაველიძე, ლურსმანაშვილი (მნათობიშვილი, 21 (ფერაძე, 86)), რობაქიძე, თ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე (ხანთაძე, 80), გაჩეჩილაძე, ჭანკოტაძე, ღირდალაძე (ხუჯაძე, 69), შარვაძე, ლომია.
”ზესტაფონისა” და ”გაგრას” დუბლიორთა შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და თითქოს მასპინძლები უნდა დაწინაურებულიყვნენ... მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ზესტაფონელბმა რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი მომენტი გააცუდეს და შედეგად ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - 40-ე წუთზე გაგრელთა მიერ შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი გოლად გუნდის კაპიტანმა გუგა ფალავანდიშვილმა აქცია.
ზესტაფონელებმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტშივე გაათანაბრეს - 51-ე წუთზე სტუმართა კართან დანიშნული ჯარიმა საჯარიმოში ჩაწოდებითა და ბერდია შარვაძის საგოლე თავურით დაგვირგვინდა. მასპინძლებმა გასატანად გაიწიეს და 62-ე წუთზე გაგრელთა კონტრშეტევა გამოეპარათ - ამჯერად ზღვისპირელები გოგლა ჭოხონელიძემ დააწინაურა.
მოვლენათა ამგვარი განვითარების მიუხედავად, ზესტაფონელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - შეხვედრის 88-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დავით ხუჯაძემ შეასრულა, პენალტი სტუმართა გოლკიპერმა კი მოიგერია, მაგრამ იმავე დავით ხუჯაძის დამატებულს ვეღარაფერი მიუხერხა, ფრე - 2-2.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|