30.10.2011

 

 

 

 

 

მორიგი იმერული დერბი

 

 

 

 

 

 

2011 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა.

 

”დავით აბაშიძეზე” გამართულ იმერულ დერბიში ქუთაისის “ტორპედომ” 1-0 მოუგო “ზესტაფონს”. შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი ბურთი 65-ე წუთზე დავით დიღმელაშვილმა გაიტანა...

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ზესტაფონელებს გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა მიეცათ. ორ ეპიზოდში (პირველ ტაიმში ჯაბა დვალის და შეხვედრის მეორეში ნახევარში ნიკოლოზ გელაშვილის ქუთაისელთა საჯარიმოში წაქცევის გამო) მარგველები 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ ორივე ეს ეპიზოდი სტუმართა სასარგებლოდ გადაწყვიტა ...

დღევანდელ დაპირისპირებაში მარცხის შედეგად, ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევრებთან (თბილისის ”დინამო და ქუთაისის ”ტორპედო”) ზესტაფონელთა უპირატესობა ერთადერთ ქულამდე შემცირდა.

 

30.10.2011 - ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 0-1

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 ნოემბერს გამართავს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ზემოიმერლები ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს ესტუმრებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005