სპეციალისტის აზრი - გელა სანაია
გუშინ გამართული ”ზესტაფონისა” და თბილისის ”დინამოს” მატჩის დასრულების შემდეგ ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ”დავით აბაშიძეზე” განვითარებული მოვლენების შეფასება ახლო წარსულში თბილისის ”ლოკომოტივისა” და საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას სთხოვა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ქართველი სპეციალისტის ბლიც-ინტერვიუდან:
”ანგარიშისგან განსხვავებით, მატჩის შედეგი ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. დღეისთვის "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო გუნდია, რაც კიდევ ერთხელ და, რაც მთავარია, ძალიან თვალსაჩინოდ დაამტკიცა.
გიორგი ჭიაბრიშვილმაც დაამტკიცა, რომ შედგა როგორც მთავარი მწვრთნელი. მისი წვლილი "ზესტაფონის" წარმატებაში აშკარად განსაკუთრებულია. ბუნებრივია, იგი გია გეგუჩაძის იდეებს იზიარებს, მაგრამ მის გუნდს გეგუჩაძის გუნდისგან ფლანგებზე აქტიური თამაში განასხვავებს.
"ზესტაფონი" ძლიერია როგორც ფეხბურთელთა ინდივიდუალური თამაშით, ასევე კოლექტიური მოქმედებით. გუნდი იდეალურადაა შეთამაშებული, ამას ფეხბურთელთა მონაცემები, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი და გამართული საკლუბო ინფრასტრუქტურა დაამატეთ და წარმატების რეცეპტსაც მიიღებთ” ...
იბეჭდება შემოკლებით ...
|