მარგველთა ფორვარდის ახალი კონტრაქტი
|
ჯაბა დვალი კიდევ 3 წლით ზესტაფონელია
|
კიდევ ერთი სიახლე ზესტაფონელთა ბანაკიდან - ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და გოლეადორი ჯაბა დვალი მარგველთა ღირსებას 2015 წლის 1 იანვრამდე დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ჯაბა დვალი - თავდამსხმელი; დაბადებულია - 08.02.1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 68 კგ. "ფეროელთა" ღირსებას 11-ნომრიანი მაისურით იცავს ...
ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) - 2003-2005, 2006, ”სიონი” (ბოლნისი) - 2005, ”ჩიხურა” (საჩხერე) - 2007, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2007, ”დაჩია” (მოლდოვა) -2007-2009. ”ზესტაფონი”- 2009 წლიდან ...
შეგახსენებთ იმას, რომ ჯაბა დვალი 2005-2006 წლის სეზონში 21 გატანილი ბურთით გახდა საქართველოს XVII-ე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, მოლდოვური ”დაჩიას” შემადგენლობაში ასპარეზობისას კი ფორვარდმა მოახერხა 22 გოლის გატანა და მოლდოვის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ადგილის დამკვიდრება.
რაც შეეხება ფორვარდის "ზესტაფონში" ასპარეზობას, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში ჯაბამ მარგველთა მაისურით 83-ჯერ იასპარეზა და 33 გოლიც გაიტანა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სწორედ ჯაბა დვალი არის ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირი უეფას საკლუბო ტურნირებში - უეფას ჩემპიონთა ლიგისა და "ევროპა"-ლიგის 16 შეხვედრაში მან ზემოიმერელთა მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ მოახერხა.
|