13.11.2011

 

 

 

 

 

მარგველებს მეკარეთა ახალი მწვრთნელი შეუერთდა

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული მასშტაბის ტურნირების განახლებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ზეგ მარგველები ფოთელებთან უამინდობის გამო გადადებულ მატჩს ზუგდიდში გამართავენ ...

 

დღეს, ვარჯიშის დაწებამდე. გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს მეკარეთა მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი, ქართველი სპეციალისტი თამაზ ოდიკაძე წარუდგინა.

თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის 33 წლის კურსდამთავრებულს თავის პროფესიით საქმიანობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა - სხვადასხვა დროს თამაზ ოდიკაძე თბილისურ კლუბებში: თბილისსა” და ”ლოკომოტივში” მუშაობდა, შემდეგ კი პროფესიული კარიერა თბილისის ”დინამოს ” აკადემიის მეკარეთა მწვრთნელის პოზიციაზე გააგრძელა.

პროფესიული საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაზ ოდიკაძეს მრავალ კლუბში (თსუ, უზბეკური ”მეტალურგი”, ხაშურის ”ივერია”, ”მცხეთა-ურიონი”) უასპარეზია. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა სპეციალისტისთვის საფეხბურთო ზესტაფონი სულაც არაა უცხო - მას ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში 2 სეზონი ზესტაფონის ”მეტალურგში” აქვს გატარებული, ხოლო ფეხბურთელ თამაზ ოდიკაძის ბოლო კლუბი სწორედ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გახლდათ. იმხანად ახლადშექმნილი კლუბის ღირსება 2004-2005 წლების სეზონში გოლკიპერმა 4 საჩემპიონატო და 3 სათასო შევედრაში დაიცვა.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005