ტესტ-მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე
2011 წლის 4 სექტემბერს ზესტაფონელებმა ერთმანეთში ტესტ-მატჩი ჩაატარეს. გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი გუნდის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბის დუბლშემადგენლობის მოთამაშეებიც შეემატნენ, ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.
”წითლები”: მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, ონიანი (მნათობიშვილი), საჯაია (კობახიძე), კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, გაგოშიძე (გარსევანიშვილი), ჭანკოტაძე (ლურსმანაშვილი), სარდალიშვილი, შარვაძე (ღირდალაძე), კვერნაძე.
”მწვანეები”: მეშველიანი (იმერლიშვილი), ღონღაძე, მნათობიშვილი (ონიანი), კობახიძე (საჯაია), ელიავა, გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური (ჭანკოტაძე), ფიფია, დვალი, წინამძღვრიშვილი.
შეხვედრა, რომელშიც ფეხბურთელებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”წითლების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - 8-ე წუთზე კახაბერ მეშველიანის კარი მიშიკო სარდალიშვილმა აიღო. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლომდე ჯაბა დვალისა და თორნიკე აფციაურის გოლებით წინ უკვე ”წითლების” ოპონენტები გავიდნენ.
ტესტ-მატჩის მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, თუმცა კარის აღება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა - შეხვედრის ბოლო წუთზე ჯაბა დვალმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ”მწვანეების” გამარჯვება ანგარიშით 3-1.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ირაკლი ძარიამ, ალექსი ბენაშვილმა და საბა ლომიამ ვერ მიიღეს. ყველა ეს ფეხბურთელი მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
|