23.10.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეათე ტური

 

 

 

 

 

 

ფოტო მოწოდებულია ს.კ. ”სპარტაკის” პრეს-სამსახურის მიერ

2011 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ცხინვალის ”სპარტაკის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, რობაქიძე, ფერაძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, შარვაძე, ღირდალაძე (ლომია, 30).

”სპარტაკისა” და ”ზესტაფონისა” დუბლიორთა დღევანდელ შეხვედრას თბილისის საფეხბურთო სკოლა ”ავაზას” ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. მატჩის სადებიუტო ნაწილი ცხინვალელთა თვალსაჩინო უპირატესობით წარიმართა და უკვე მეოცე წუთისთვის მათ ზესტაფონელთა კარის აღება ორჯერ მოახერხეს. გატანილი გოლები დავით გელაშვილისა (14-ე წუთი) და ილია ბუზალაძის (19-ე წუთი) ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს ”სპარტაკს” და მის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს - მარტო საბა ლომიამ სამი აშკარა საგოლე მომენტი გააცუდა. შედეგად, სტუმრებმა ანგარიში დასველებაც კი ვერ მოახერხეს. 78-ე წუთზე კი შეტევაში გართულ იმერლებს ცხინვალელთა მწვავე იერიში გამოეპარათ და ერეკლე ხაჭვანმა კიდევ ერთხელ აიღო კახა მეშველიანის კარი. შიდაქართლელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით - 3-0.

დღევანდელი მარცხი ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობას დუბლიორთა ტურნირის ლიდერის პოზიციის დაკარკვად დაუჯდათ.

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005