დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტური
2011 წლის 30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე რუსთავის ”მეტალურგის” დუბლიორებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე, გაგოშიძე (ლურსმანაშვილი, 67) , მნათობიშვილი, გაჩეჩილაძე, თ. ღონღაძე (ანთია 46), კიკნაველიძე, თ. გრიგალაშვილი, ჭანკოტაძე (ეგუტიძე, 56), ფიფია (რობაქიძე, 46), ლომია (ღირდალაძე, 66), შარვაძე.
”ზესტაფონისა” და რუსთავის ”მეტალურგის” დუბლიორთა შეხვედრა მასპინძელთა შეტევებითა და მათ მიერ მატჩის დებიუტშივე გატანილი ორი გოლით დაიწყო - 7-ე წუთზე ზესტაფონელთა სწრაფი და გააზრებული შეტევა გოლით ბერდია შარვაძემ დააგვირგვინა და თავის გუნდი დააწინაურა, ხოლო 18-ეზე გიორგი ჭანკოტაძემ თავის გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ასეთი დასაწყისის მიუხედავად, რუსთაველებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ტაიმის ბოლომდე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს - 28-ე წუთზე ალეკო ჩაკვეტაძემ ერთი გოლი გაჰქვითა, ხოლო 34-ეზე ილია კერძევაძემ ანგარიში საყაიმო გახადა.
პირველ ტაიმში გოლები აღარ გასულა, სამაგიეროდ შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე (48-ე წუთი) გიორგი ჭანკოტაძემ მასპინძლები ისევ დააწინაურა. მატჩის არბიტრ გოგა კიკაჩეიშვილის მიერ დამატებულ წუთებში კი ზესტაფონელებმა კიდევ ორი გოლით (ზურა ღირდალაძე და ბერდია შარვაძე) დაამწუხრეს სტუმრები - 5-2.
დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ზემოიმერელთა დუბლშემადგენლობა, 7 შეხვედრაში 6 გამარჯვებით, საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირს 4-ქულიანი უპირატესობით ერთპიროვნულად ლიდერობს.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|