ახალწვეული მარგველთა რიგებში
|
ლუკა გუგუჩია ”ზესტაფონის” ფეხბურთელია
|
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მატებაა - მარგველთა 20 წლის ახალწვეულის სახელია ლუკა გუგუჩია. ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” აღზრდილია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ლუკა გუგუჩია - ნახევარმცველი; დაბადებულია - 10.12.1991; სიმაღლე - 179 სმ, წონა - 70 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ბაია” (ზუგდიდი) - 2008-2010, 2011, ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2011.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა ახალწვეულმა უმაღლესი ლიგაში 16 მატჩი გამართა და 4 გოლიც გაიტანა. ხოლო წინა სეზონში, როდესაც საქართველოს 21-მდელთა ნაკრების მოთამაშე ქუთაისის ”ტორპედოში” იყო განათხოვრებული, ქუთათურებმა თბილისის ”დინამოს” დამარცხება სწორედ ლუკა გუგუჩიას გოლის წყალობით მოახერხეს.
|