გიორგი ჭიაბრიშვილი ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელია
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის რაუნდის ბელგიურ ”ბრიუგესთან” თბილისში 18 აგვისტოს გამართულ მატჩამდე ორი დღით ადრე, საკუთარი სურვილის საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარმა მწრვთნელმა გიორგი გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა.
ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ჭიაბრიშვილი მოგვევლინა ახალგაზრდა სპეციალისტი მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ შეუშინდა და ძალიან რთულ ვითარებაში გუნდს ღირსეულად გაუძღვა.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო სამი წელი გიორგი ჭიაბრიშვილი ზემოიმერულ კლუბში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ყოფილი დამრიგებლის ასისტენტის თანამდებობაზე წარმატებით მუშაობდა.
2011 წლის 1 სექტემბრიდან კი გიორგი ჭიაბრიშვილი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იმუშავებს. ახალი დამრიგებელი გუნდს გუშინ საღამოს წარუდგინეს ...