22.08.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მესამე ტური

 

 

 

 

 

 

2011 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე გორელ დუბლიორებს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე, გაგოშიძე, ფერაძე (თ. გრიგალაშვილი, 18), ლურსმანაშვილი, ალადაშვილი (ფოცხვერაშვილი, 46), ჭანკოტაძე (რობაქიძე, 78), ფიფია, სარდალიშვილი, გაჩეჩილაძე, წინამძღვრიშვილი (ღირდალაძე, 46), ლომია (შარვაძე, 70)

 

”ზესტაფონისა” და გორის ”დილა” დუბლიორთა შეხვედრა გორელთა მიერ შეხვედრის დებიუტშივე გატანილი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა შეხვედრის 13-ე წუთი, როდესაც ნიკოლოზ სადაღაშვილმა მასპინძელთა კარის ბადე შეარხია და თავის გუნდი წინ გაიყვანა.

მარგველებმა სტუმრებს 15 -ე წუთზე საბა ლომიას ზუსტი დარტყმით უპასუხეს. შეხვედრის პირველი ნახევრის საყაიმო ანგარიშით დასულების შემდეგ, 62-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა უკვე იმერლები დააწინაურა - რამაც შიდაქართლელები საბოლოოდ გატეხა და შემდეგ 20 წუთში მათ კარში კიდევ სამი გოლი გავიდა. ზესტაფონელთაგან თავი საბა ლომიამ (69-ე წუთზე). ბერდია შარვაძემ (76-ე წუთზე) და ზურა ღირდალაძემ (82-ე წუთზე) გამოიჩინეს.

ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში გორელებმა შეძლეს, შეხვედრის 90-ე წუთზე ლევან კოშაძის მიერ მასპინძელთა კარში გატანილი კიდევ ერთი გოლი გახლდათ. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 5-2.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005