“ბრიუგე” თბილისში 19 ფეხბურთელით მოფრინავს
ბელგიის “ბრიუგეს” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ადრი კოსტერმა იმ 19 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომლებიც ოთხშაბათს თბილისში გამოემგზავრებიან.
“ბრიუგეს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კოსტერმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:
მეკარეები: ვლადან კუიოვიჩი, კოლინ კუსემანსი, სვენ დოსტი;
მცველები: ტომ ჰიოგლი, მიქაელ ალმებეკი, კარლ ჰუფკენსი (კ), რაიან დონკი, ჯიმი დე იონგი, იან ვენსტიინკისტე;
ნახევარმცველები: ნიკი ციმლინგი, ლიორ რაფაელოვი, ნაბილ დირარი, ჯონათან ტომას მიუნიერი, ტიბაუტ ვან აკერი, ფრის დიშლიდერი, ვადის ოჯიჯა-ოფოე;
თავდამსხმელები: ვიქტორ ვასკესი, ჟოზეფ აკპალა, მაქსიმ ლისტინი.
საზარდულის ტრავმის გამო გუნდს თბილისში ვერ ჩამოყვება ფორვარდი ბიორნ ვლემინკსი, ხოლო შვედი მცველი მიქაელ ალმებეკი, რომელსაც ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ცხვირი გაუტეხეს, “ზესტაფონის” წინააღმდეგ მაინც ითამაშებს.
ბელგიელები თბილისში 15:15 საათზე ჩამოფრინდებიან და სასტუმრო “რედისონში” დაბინავდებიან. 19:30 საათზე მათი დამრიგებელი ადრი კოსტერი ეროვნულ სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს. “ბრიუგე” ვარჯიშს 20:00 საათზე შეუდგება.
“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიაბრიშვილი მასმედიის წარმომადგენლებს 18:00 საათზე შეხვდება, ხოლო 18:30 საათზე გუნდის წვრთნა დაიწყება.
|