ახალ სეზონში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი" ახალი დიზაინისა და სხვა მწარმოებლის ფორმით ითამაშებს. ”ნაიკი" არანაკლებ სახელგანთქმულმა კომპანია ”პუმამ" შეცვალა, რომელთანაც ფეროელები ადრეც თანამშრომლობდნენ.
ჩვენი (გაზეთი "ლელო") და კლუბის ქომაგთა აზრით, ახალი ფორმა წინაზე გაცილებით კარგად გამოიყურება. ”ზესტაფონმა" ახალი "სამოსელით" პირველად ბუქარესტის ”სტიაუასთან" ითამაშა.
ზესტაფონელები ტრადიციული თეთრი და ლურჯი ფორმით ითამაშებენ, მესამე სათადარიგო მაისურა კი, სავარაუდოდ, ნარინჯისფერი იქნება. სათამაშოს გარდა, ფეხბურთელებსა და პერსონალს უკვე გადაეცათ სავარჯიშო და გამოსასვლელი ფორმები.
იბეჭდება მცირე დაზუსტებებით
ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"