29.06.2011

 

 

 

 

 

საწვრთნელი შეკრება გრძელდება

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს უეფას ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისათვის მზადებას. გუშინ, უკრაინულ ”კარპატისთან” მატჩის მეორე დღეს, ზემოიმერლები ზალცბურგს ესტუმრნენ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. დღეს გუნდმა ორჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავს - საქართველოს ჩემპიონი შვეიცარიის პირველ გუნდ ”ბაზელს” ქალაქ კუფშტაინში დაუპირისპირდება. მატჩი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით 20:30 საათზე) დაიწყება და ერთ-ერთი შვეიცარიული ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005