09.08.2011

 

 

 

 

კარგად ნაცნობი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

 

 

 

 

ედიკ საჯაია ”ზესტაფონში” დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - მარგველთა 30 წლის კარგად ნაცნობი ახალწვეულის სახელია ედიკ საჯაია. ქართველი მცველი, რომელიც ბოლოს რუსულ საფეხბურთო კლუბ ”ხიმკიში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში ” სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ფეხბურთელის შესახებ - ედიკ საჯაია იმერული კლუბის ღირსებას 2006-2008 წლებში იცავდა და 2008 წლის 16 მაისს გუნდთან ერთად დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასი მოიპოვა (ფინალში საჯაიამ თავი საიმედო თამაშითა და ბექა გოცირიძისთვის გაკეთებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა). ბოლო სამი წელი კი ფეხბურთელმა რუსეთში გაატარა - 2009 წლის სეზონში მახაჩკალის ”ანჟისთან” და 2010 წლის სეზონში ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგასთან” ერთად ქართველმა მცველმა რუსული პრემიერ-ლიგის საგზური ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. ბოლოს ედიკ საჯაია მოსკოვის ოლქის საფეხბურთო კლუბ ”ხიმკიში” ასპარეზობდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მეორედ მოსვლამდე ფეხბურთელი შემდეგ საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობდა: ”ოლიმპია” (ხობი) - 1996 -1997, ”დინამო” (თბილისი) - 1997-1999, ”ვიტ-ჯორჯია” - 1999-2001, ”ტორპედო” (მოსკოვი, რუსეთი) - 2001-2003, ”არსენალი” (ტულა, რუსეთი) - 2004, ”ლოკომოტივი” (თბილისი) - 2004-2005, ”ბორჯომი” - 2005-2006, ”ზესტაფონი” - 2006-2008, ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი)- 2009, ”ვოლგა” (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი)- 2010, ”ხიმკი” (ხიმკი, რუსეთი)- 2011.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ღირსებას ედიკ საჯაია 32-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

 


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005