03.07.2011

 

 

 

 

 

რუმინელებთან გასამართი კიდევ ერთი მატჩი

 

 

 

 

 

ავსტრიულ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ტიროლში გასამართ დასკვნით საკონტროლო შეხვედრას რუმინეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ კლუჟის "უნივერსიტატიას" წინააღმდეგ ხვალ საღამოს გამართავს ...

 

დღეს მარგველებმა ისევ ორჯერ ივარჯიშეს. რუმინეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსან კლუჟელებთან ხვალინდელი დაპირისპირება კი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (თბილისის დროით - 22:30 საათი) დაიწყება და გაიმართება ზალცბურგის ფედრალური მიწის ქალაქ ზაალფელდენში. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა გულშემატკივარს რუმინული სპორტული ტელეარხ ”Digi Sport”-ის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005