16.06.2011

 

 

 

 

 

მარგველები მზადებას განაგრძობენ

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისათვის ემზადება. ზესტაფონში გასამართი მზადების ეტაპის მეორე ნაწილი გუშინწინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გუნდს ხორვატებთან გამართული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ექვსეულის (როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი) გარდა, ტრავმამოშუშებული ზაალ ელიავაც შეუერთდა. დღეს დილით გამართულ ვარჯიშზე ძირითადი აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკურ დატვირთვაზე გაკეთდა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005