27.06.2011

 

 

 

 

ინტერვიუ სანდრო გურულთან

“ზესტაფონი” ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან

 

 

 

 

 

სანდრო გურული

დღეს ავსტრიაში “ზესტაფონი” უკრაინულ “კარპატის” ხვდება ტესტ-მატჩში და სანდრო გურულიც ითამაშებს – ლვოველთა 10 ნომრის მცირე ინტერვიუ კლუბის საიტზე გამოქვეყნდა. შეხსენებისთვის, “კარპატი”-“ზესტაფონი” შარშან, ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და იმერლებმა ორივე თამაში წააგეს (0:1, 0:1).

 


- რა ინფორმაცია გაქვთ დღევანდელ “ზესტაფონზე”?
- შარშან ევროპის ლიგაზე შევხვდით, წლეულს კი “ზესტაფონი” ჩემპიონი გახდა და ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ზესტაფონელები ახლა უფრო ძლიერები არიან, ვიდრე შარშან. სერიოზულად ემზადებიან და რამდენიმე ფეხბურთელითაც გაძლიერდნენ. ამ გუნდის რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობ, ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. სამწუხაროდ, მათი ტელეფონის ნომრები არ მაქვს და ვერ ვუკავშირდები. თამაშის წინ გამოვნახავთ დროს.


- რას ელით ამ მატჩისგან?
- საინტერესო ფეხბურთს. ორი კარგი გუნდი ხვდება ერთმანეთს. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ მათი თავდამსხმელების წინააღმდეგ, რადგან ისინი სწრაფები და ტექნიკურები არიან. მომწონს მცველი კახა ალადაშვილიც, თუმცა ის გუნდიდან წავიდა.

- განვლილი სპარინგ-მეტოქეებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?
- ბუქარესტის “რაპიდი”. თუმცა, უფრო მეტად მომეწონა “კარპატის” თამაში. უკეთაც შეგვეძლო, თუმცა ამინდმა კვალი დაგვატყო.


 ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005