06.08.2011

 

 

 

 

გია გეგუჩაძე: “ალბათ, მე დავაკელი რაღაც”

 

 

 

 

 

 

“ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გუგეჩაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ევროპის ლიგის ფლეი ოფში ბელგიურ “ბრიუგესთან” შეხვედრაში მისი გუნდი ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს.

 


გია გეგუჩაძე: “კენჭისყრის შედეგით კმაყოფილებაზე რა გითხრათ! “ბრიუგე” კარგი გუნდი და სერიოზული მოწინააღმდეგეა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებთ. შესაძლოა, ჯგუფშიც მოვხვდეთ”.


- მაინც რა დააკლდა “ზესტაფონს” “შტურმის” ბარიერის გადასალახად?

- ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. “შტურმის” გავლა შეგვეძლო. ალბათ, მე დავაკელი რაღაც. ავსტრიაში ჩატარებული მატჩით უკმაყოფილო დავრჩი. ვერ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთს, რომელიც შედეგს მოგვიტანდა.


- ედიკ საჯაია თუ შეურთდა გუნდს და ევროპის ლიგაზე სათამაშოდ რამდენად მზად არის?
- საჯაიამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. უიმედოდ არ ვარ განწყობილი და ალბათ, ევროპის ლიგაზე თამაშს შეძლებს.


- გიორგი ხიდეშელმა ოპერაცია გაიკეთა? რამდენი ხანი მოუნდება რეაბილიტაციას?
- ხიდეშელმა ოპერაცია ბელგიაში გაიკეთა. მას მენისკის გარდა ჯვარედინი იოგიც ჰქონდა დაზიანებული. დასვენება 6-დან 8 თვემდე მოუწევს.


- როგორ ხვდება გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს? სასტარტო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისში “ტორპედოს” ეთამაშებით...
- თუ ნორმალური კლუბი გქვია, ყურადღება, პირველყოვლისა, საკუთარ ჩემპიონატს უნდა მიაქციო. ვემზადებით ამ თამაშისთვის. კიდევ კარგი, რომ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების საშუალება გვაქვს და შეგვიძლია, ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცეთ.

 

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005