საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო ასპარეზობისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. უკვე ორი დღეა, რაც გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადავიდა...
დღეს, საღამოს ვარჯიშის დაწყებამდე. გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს ფიზიკურ მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი, სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი წარუდგინა.
ბელგრადის უნივერსისტეტის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის 30 წლის კურსდამთავრებულს თავის პროფესიით საქმიანობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა - სხვადასხვა დროს ივან ვუჩეტიჩი სერბულ ”ჩუკარიჩკისა” და ”რადში” მუშაობდა, შემდეგ პროფესიული კარიერა უკრაინის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის - დონეცკის ”მეტალურგის” ფიზმომზადების მწვრთნელის პოზიციაზე გააგრძელა, ხოლო ბოლო პერიოდში კი ბელგრადის ”პარტიზანის” მეორე გუნდის ”ფიზიოს” რანგში გაატარა.