”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება
|
”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება
|
2011 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 21 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში გაიმართება 2011-2012 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.
ალპურ შეკრებაზე პირველ სპარინგ-მატჩს ზესტაფონელები რუმინული ფეხბურთის ფლაგმანთან, 1986 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელ ბუქარესტის ”სტიაუასთან” 23 ივნისს გამართავენ. სულ, ავსტრიული შეკრებისას, დაგეგმილია ოთხი ამხანაგური შეხვედრის გამართვა.
ავსტრიაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შემდეგი 23 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველინი;
მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, როსტომ გეწაძე, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.
გუნდი ავსტრიაში, მიუნხენის გავლით, 21 ივნისს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრება ...
|