იმერლები ავსტრიაში მიემგზავრებიან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც გრაცის ”შტურმთან” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 3 აგვისტოს სტუმრად გამართავს, ხვალ ავსტრიაში მიემგზავრება ...
ზემოიმერლები ქალაქ გრაცთან ახლოს მდებარე სასტუმრო ”პარადიზში” დაბინავდებიან.
გია გეგუჩაძეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი 20 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახაბერ ალადაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, ალექსი ბენაშვილი;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, მიშიკო სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.
ხვალ, 2 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონები ქალაქ გრაცის ”UPC-Arena”-ზე თბილისის დროით 22:30 საათზე ივარჯიშებენ. ვარჯიშის დაწყებამდე ქართული გუნდის დამრიგებელი გია გეგუჩაძე ავსტრიული და ქართული მედია-საშუალებებისათვის მატჩისწინა პრეს-კონფერენციას გამართავს.
ოთხშაბათს გასამართი შეხვედრის უკეთ გაშუქების მიზნით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ტელეკომპანია ”იმედის” გადამღები ჯგუფი მიჰყვება. ქართული დელეგაცია ავსტრიაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით (თბილისი-გრაცის მარშრუტით) ხვალ, დილის 11:00 საათზე, მიემგზავრება ...
|