“ზესტაფონმა” და “შტურმმა” 1:1 ითამაშეს
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, “ზესტაფონსა” და “შტურმს” შორის დაფიქსირებული ფრით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი უკმაყოფილო უნდა იყოს. ამის მიზეზი ისაა, რომ მასპინძელი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა ერთი დასანანი შეცდომა, დიდი შანსი იყო, რომ გეგუჩაძის გუნდს მოეგო.
მიუხედავად “ზესტაფონის” უპირატესობისა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში 74-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ალადაშვილის კარგი გადაცემა ფოფხაძემ ვერ ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გელაშვილმა გრატცეის ძლიერად და რაც მთავარია საკმარისად ზუსტად დაურტყა. რამდენიმე წამში, წინ უდროოდ გამოსული გრატცეი გელაშვილმა კი მოატყუა, მაგრამ ქართველმა შემტევმა საჯარიმოს წინა ხაზიდან ცარაიელ კარში არაზუსტად დაარტყა. მალევე, ონიანის დასანანი შეცდომის შემდეგ კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა ვოლფმა ზუსტად დაარტყა და განმეორებითი მატჩის წინ, “შტურმს” მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა.
ბადრი კეთილაძის ფოტო
|