02.08.2011

 

 

 

 

 

ვარჯიში ”UPC-არენაზე”

 

 

 

 

 

 

2 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით ავსტრიაში გაემგზავრა. დილის 11:05 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათსა და 40 წუთში ქართული გუნდი გრაცის აეროპორტში ჩაფრინდა.

 

აეროპორტიდან ავტობუსით 15-წუთიანი მგზავრობის შემდეგ იმერლები სასტუმრო ”პარადიზში” დაბინავდნენ და სასტუმროში რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა და ადგილობრივი დროის 20:30-დან 21:30 საათამდე ივარჯიშა ადგილობრივ სტადიონ ”UPC-არენაზე, სადაც ხვალ ”შტურმთან ” უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ვარჯიშის საწყებამდე ზესტაფონელთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის პრეს-კონფერენცია გაიმართა...

ხვალინდელ მატჩს გუნდი საბრძოლო განწყობით ხვდება. შეგახსენებთ, რომ ”შტურმი” - ”ზესტაფონის” შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:30, ხოლო თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005