18.08.2011

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" "ბრიუგეს" არ დანებდა - 3:3

 

 

 

 

 

 

 

ევროპის ლიგის ფლეი ოფში, "ზესტაფონმა" და "ბრიუგემ" გულშემატკივარს ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში შესთავაზეს. პირველ ტაიმში მსაჯის მიერ დაჩაგრულმა ქართველებმა, მიუხედავად ძალზე რთულ მდგომარეობაში ყოფნისა, ბოლმდე იბრძოლეს და მართალია დიდად ხელსაყრელი ანგარიში ვერ დააფიქსირეს, მაგრამ ის კი დაამტკიცეს, რომ "ბრიუგესთან" თამაში შეიძლება.

 

პირველ ტაიმში სტუმარი გუნდის უპირატესობის მოპოვება დიდწილად განაპირობა შეხვედრის ავსტრიელი არბიტრის ქმედებებმა. ჰარალდ ლეხნერმა ჯერ დვალის წაქცევისთვის პენალტი არ დადო, არადა, ეპიზოდი თერთმეტმეტრიანს ძალიან ჰგავდა, შემდეგ კი, კვასხვაძის კარში აშკარად თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა, რასაც ბელგიელებმა, მალევე, კიდევ ერთი ბურთის გატანა მოყოლეს.

მე-2 ნახევარი "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და გუნდის ლიდერების გოლების წყალობით, ქართველებმა ტაიმი 3:1 მოიგეს, თუმცა, რთული მდგომარეობისგან თავის დაძვრენა მაინც ვერ მოახერხეს.

 

18.08.2011. ”ზესტაფონი” - ”ბრიუგე” (ბელგია) - 3-3

დაწვრილებით:

 

www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005