19.06.2011

 

 

 

 

 

დაბადების დღე, ”წითლები” და ”მწვანეები”

 

 

 

 

 

2011 წლის 18 ივნისს საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში ზემოიმერული კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სწორედ გუშინ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან შვიდი წელი შეუსრულდა.

 

კლუბის დაარსების დღეს ზესტაფონელებმა ერთმანეთში ორმხრივი შეხვედრა ჩაატარეს. გია გეგუჩაძემ პირველი გუნდის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბის დუბლშემადგენლობის მოთამაშეებიც შეემატნენ, ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.

”მწვანეები”: კვასხვაძე (იმერლიშვილი, 55), გაგოშიძე, ონიანი, მნათობიშვილი, ღონღაძე, დაუშვილი, აფციაური, ჭანკოტაძე, შ. გრიგალაშვილი (შარვაძე, 58), სარდალიშვილი, ლომია (წინამძღვრიშვილი, 61).

”წითლები”: მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, კობახიძე, ხიდეშელი (ფერაძე, 36), კიკნაველიძე, გორგიაშვილი, გეწაძე, ძარია (გაჩეჩილაძე, 55), ბაბუნაშვილი (ჩიხლაძე, 58), წინამძღვრიშვილი (ლომია, 61), დვალი (ღირდალაძე, 60).

შეხვედრა, რომელშიც ფეხბურთელებმა ორი 35-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”მწვანეების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - 17-ე წუთზე ზურაბ მამალაძის კარი საბა ლომიამ აიღო. პირველი ტაიმის მიწურულს (33-ე წუთი) თორნიკე აფციაურმა თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მეორე ტაიმიც ”მწვანეთა” უპირატესობით წარიმართა და ოპონენტთა დამწუხრება მათ კიდევ ორჯერ მოახერხეს - 52-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ანგარიში სამამდე გაზარდა, ხოლო 68-ე წუთზე ”ფერგამოცვლილმა” რატი წინამძღვრიშვილმა ანგარიში დიდამდე გაზარდეს. მეორე ტაიმში ”წითლებმა” კი იაქტიურეს, მაგრამ მეტოქეთა დამწუხრება ვერაფრით მოახერხეს. ”მწვანეების” გამარჯვება ანგარიშით 4-0.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ზაალ ელიავამ, ალექსი ბენაშვილმა და ნიკოლოზ გელაშვილმა ვერ მიიღეს. ყველა ეს ფეხბურთელი მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005